Ridi Pagliaccio კომბლეს ახალი ვერსია
იყო და არა იყო რა იყო ერთი კომბლე. კომბლე იმიტომ ერქვა რომ კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. კომბლეს სამი ცხვარი ყავდა. ერთხელაც კომბლემ იფიქრა, - ამ ცხვრებით მე მაინც ვერ ავშენდებიო,.... გაყიდა ცხვრები მივიდა ბანკში და "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში აიღო სესხი. აწარმოა და აწარმოა კომბალი მაგრამ გვიანღა მიხვდა რომ ცხვრები მის გარდა არავის ყავდა და ეს ამდენი კომბალი რა ტ****ში სათხრელად უნდოდა კაცმა არ იცოდა. ხოდა გამწარდა კომბლე... ჯერ მგელს სდრუზა მერე დათვს, უკანა გზაზე მელასაც მიაყოლა და გამოაცხადა,- ჩემთავად მეორედ ბიზნების წამომწყების დდშვც-ო. ჭირი იქა ლხინი აქა კატოც აქა ფქვილიც აქა...
სოსო ჯაშიაშვილი კომბლეს ცხვრები იმ ლომბარდში აქვს რომელიც მგელს ეკუთვნის. ესაა ფინალი რომელშიც ვერანაირ ძალადობის კვალს ვერ ვხედავ და ესე მოვყვეთ.
Paata Kourdadze როგორც ვხვდები ბეტმენზე ორიენტირებული ბატონი მინისტრმენის ლოგიკით, 18 წლის ასაკამდე ფაქტიურად მთელი მსოფლიო ლიტერატურა უნდა ავკრძალოთ, დისნეის სტუდიაც ზედ მივაყოლოთ დავტოვოთ მხოლოდ სპაიდერმენი და სუპერმენი, რომლებსაც დიდი აღმზრდელობითი ფუნქცია აკისრია... რას ამბობთ! შემთხვევით მოზარდს "ტომ სოიერი" ან (ფუი ეშმაკს!) სულაც "სამი მუშკეტერი" რომ "შემოეკითხოს" ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მატყუარა, ლოთი და "ქუჩის ბიჭი" გაიზრდება? გოგონა კი გარყვნილი და ხელიდან წასული..
David Kalandia ალექსანდრე ჯეჯელავა - "კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა".
და მერე ხსნის, რატომ ფიქრობს ასე.
. . .
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი ახალი განათლების მინისტრს ყველა ზღაპარი ნონ-ფიქშენი, ანუ დოკუმენტური პროზა ჰგონია.
რამდენიმე თვეა რაც ის მინისტრობს, ხშირად მსმენია მისგან ეპატაჟური გამონათქვამები, და რაც უფრო შორს შევდივართ ტყეში, მით უფრო მეტ ხეს ვეჯახებით.
ეს ბატონი მალე ტარიელს სასამართლოში უჩივლებს უნიკალური ფაუნის განადგურებისათვის, გამომცემლებს აუკრძალავს წიგნების ბეჭდვას, რათა "ტყე შეუნახონ შვილებსა" და სკოლის შემობებსაც გაყიდის.
განათლების მიღება გახდება ნებაყოფლობითი და სავსებით შესაძლებელი - ინტერნეტით, სახლის პირობებში.
ვითომ ცუდი იდეაა?
რად გვინდა სკოლები და მასწავლებლებისთვის ფულის გადახდა?
როგორც კი ბავშვს შეუსრულდება (სიტყვაზე) 17 წელი, ის აბარებს გამოცდებს და მერე მიდის ან უმაღლესში, ან პროფტექნიკურში, ან ჯარში, ან პარლამენტში...არა, პარლამენტზე წამომცდა, პარლამენტი სულ ენაზე მაკერია ამ ბოლო დროს და ამიტომ.
ან...ან... ან ბებისიტერად აგზავნიან საზღვარგარეთ.
ლიზავიბრატორიზაცია მარტივდებაო და წინადადება მაქვს ბებისიტერობით დასაქმება სახელმწიფო დონეზე იყოს აყვანილი.
რამე სააგენტო ან დეპარტამენტიც შეიძლება შეიქმნას ამ განხრით.
სამინისტრო ხომ მთლად უკეთესი იქნება.
"ბებისიტერობის მდგრადი განვითარების სამინისტრო".
აფსუს, ფბ-ს ფორმატი არ მაძლევს ამის გაქანებას, თორემ იმდენ ქრონიკას გავამოდელირებდი აქ...
ეჰ, რა ტვინი ვზივარ სახლში და ღამის კოშმარებთან ბრძოლის მეტს არაფერს ვაკეთებ?
დამასაქმეთ, დამასაქმეთ თქვე დალოცვილისშვილიშვილებო, სანამ კიდევ ენა და გონება მიჭრის.
გადავუხვიე თემას, გრძელი პოსტი გამომივიდა, რომელსაც ჩვენი მოუთმენელი მკითხველი არ წაიკითხავს.
ჯეჯელავით დავიწყე და ისევ ჩემი ცრემლებით დავასრულე.
მოკითხვა კომბლესგან.
და მისი ორი ცხვრისაგან.
მასალის გამოყენების პირობები






