ტოლერანტობისა და განსხვავებულის პატივისცემის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული დგას- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 18:14, 10 Nov, 2016     1307
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.

ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ხასიათის ბროშურა „საქართველო - განსხვავებულთა ერთობა’’ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიბეჭდა და მასში თავმოყრილია თითქმის ყველა პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

ქართული ენის კურსები „ვისწავლოთ ქართული“, ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აფხაზეთის ვირტუალური არქივი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობების მიერ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე, ბოშათა გაძლიერების ცენტრი, შეხვედრები მოსწავლეებთან ადრეული ქორწინების თემაზე, ხატვის შემსწავლელი კურსი დუისში, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი სოფელ ჯოყოლოში, მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსი სოფელ ბირკიანში, ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას, დუისში საჭიდაო დარბაზის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა, ჩეჩნური კულტურის ფესტივალი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი, ქალები ქალების სამსახურში, კულტურულ-საგანმანათლებლო დღის ცენტრი, მაცნე-2015, ფოტოკლუბი „ბერთი“ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში მოწვეულ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მის მრჩეველს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და იმ პარტნიორებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმის განხორციელებაში.

„ტოლერანტობა, განსხვავებულის პატივისცემა, ინტეგრაცია - რეალურად ყველა ამ ფრაზის და გამონათქვამის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული დგას.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ უფრო აქტიური უნდა იყოს ყველა რელიგიის, ყველა ეთნოსის წარმომადგენელი, ჩვენ ვიყურებით უკან, ჩემი ერის და ჩემი სამშობლოს დიადი წარსულისკენ და იქ ვხედავთ, რომ ჩვენი სამშობლოს დიდებას ვქმნიდით ყველა ერთად. მაშინ ეთნიკურად ქართველთა, ებრაელთა, სომეხთა, ბერძენთა წინაპრები და სხვა ყველა ეთნოსის წარმომადგენლები, ასევე, მუსლიმები ქრისტიანები და სხვა კონფესიები ერთად ქმნიდნენ ამ ქვეყნის სიძლიერეს. ჩვენ რამე განსხვავებულს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ, იმას რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, ის ორგანიზაციები და საელჩოები, რომლებიც მსგავსი ტიპის პროექტებს ახორციელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42