“მალე განახლებული და სულ სხვა იერის მქონე ქალაქი გვექნება“- ბეგლარ სიორიძე
პოლიტიკა - 18:07, 10 Nov, 2016     1321
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. ფოლკლორის ცენტრი ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ერთ-ერთ ფლიგელში განთავსდება.

დღეს ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ სამუშაოები პირადად მოინახულა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად ის საკითხები განიხილა, რომელიც პროექტით არის გათვალისწინებული.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქალაქ ოზურგეთის ფოლკლორის რეგიონულ ცენტრში საქართველოს ფოლკლორის ფონდის საცავი განთავსდება. პროექტის დასრულების შემდეგ ცენტრში საკონცერტო დარბაზი, ხმის ჩამწერი სტუდიები და სალოტბარო სკოლა მოეწყობა.

“ქალაქში უკვე ორი მასშტაბური პროეტის განხორციელება მიმდინარეობს. ფონდი ‘’ქართუ’’- ს მიერ რეაბილიტაცია უტარდება თეატრის შენობას, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეაბილიტაციას ახორციელებს. ფოლკლორის ცენტრის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ დაიწყება მუზეუმის მეორე ფლიგელის რემონტი და ქალაქ ოზურგეთს კეთილმოწყობილი, ყველა თანამედროვე სტანდარტის მქონე მუზეუმი ექნება. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მალე განახლებული და სულ სხვა იერის მქონე ქალაქი გვექნება “ - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.

ფოლკლორის ცენტრის არსებობა ხელს ქალაქ ოზურგეთის პოპულარიზაციასა და ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ფოლკლორი აინტერესებს, საშუაელბა ექნება ფოლკლორის ხელოვნებას სრულყოფილად დაეუფლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42