"კრიზისის ფაზა ლიბერალურ დემოკრატიაში"- აშშ-ს არჩევნების გლობალური ეფექტი და საქართველო
პოლიტიკა - 17:53, 10 Nov, 2016     3180
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 45-ე პრეზიდენტად 70 წლის დონალდ ტრამპი აირჩია. ანალიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისში ამ უკანასკნელს აუტსაიდერადაც კი თვლიდნენ, თუმცა 8 ნოემბრის კენჭისყრის შედეგებით ტრამპს 280-ზე მეტი ამომრჩევლის ხმა აქვს, როცა გამარჯვებისთვის 270-ც საკმარისია.


ფაქტია, რომ ზესახელმწიფოს სათავეში, პოლიტიკურად გამოუცდელი ტრამპი ვიხილეთ. რა განსაზღვრავს ამერიკელების განწყობებს და მათ არჩევანს - ამაზე ანალიტიკოსები დასკვნას სავადაუდოდ უახლოეს პერიოდში დადებენ, ალბათ, იმასაც აეხდება ფარდა, რატომ აპატია აშშ-ს ამომრჩეველმა ტრამპს სკანდალური განცხადებები, რომელიც არც ერთი პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არასდროს უპატიებია.

რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, არის ის, რომ შეერთებულ შტატებში "დემოკრატებმა" უმრავლესობის ნდობის მანდატი ამოწურეს და ასპარეზზე დიდი უპირატესობით "რესპუბლიკური პარტია" კვლავ გამოჩნდა.

როგორია ამ არჩევნების გლობალური ეფექტი და რას ნიშნავს ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველოსთვის, შეიცვლება თუ არა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები - ამ საკითხებზე "ნიუპოსტი" დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი ბადრიძეს ესაუბრა:

- ამერიკის შეერძთებულ შტატებს მინიმუმ 4 წლის განმავლობაში სათავეში დონალდ ტრამპი ჩაუდგება - როგორია ეს რეალობა ცივილიზებული სამყაროსთვის?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საკითხი ორი მიმართულებით უნდა გავყოთ, ეს არის საშინაო და საგარეო მიმართულებები. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ტრამპმა არაერთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, რაც ნათლად აჩვენებს იმას, რომ მას ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არსებული ალიანსების მნიშვნელობაზე, არამხოლოდ სხვა კონტინენტებზე მყოფ ქვეყნებთან, არამედ თავად ნატოსთან. მე იმედს ვიტოვებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ტრამპის გარემოცვა, ის საგარეო საგარეო ურთიერთობათა გუნდი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმუშავებს, განუმარტავს პრეზიდენტს ძალიან ბევრ მარტივ რეალობას , რომელიც ტრამპს აშკარად არ ესმის. უფრო კონკრეტულად თუ როგორი იქნება მისი საგარეო პოლიტიკა, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია, როდესაც საგარეო პოლიტიკური გუნდის პირველი კონტურები და შემადგენლობა ცნობილი გახდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის განცხადებებს ძალიან სერიოზული კორექტირება მოელის, და რეალური პოლიტიკა წინასაარჩევნო განცხადებებისგან ბევრად განსხვავებული იქნება.

- "ტრანსფორმირების" პირველი ნიშნები სახეზეა... ტრამპის ვებგვერდიდან აშშ-ში მუსლიმების შესვლის აკრძალვაზე სკანდალური განცხადება წაიშალა. თქვენი აზრით, იყო თუ არა დონალდ ტრამპის ხისტი განცხადებები ერთგვარი პიარ სვლა?

- რა თქმა უნდა, ეს იყო რიგით ადამიანზე გათვლილი პოპულისტური სვლა და ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები. არ ვიცი, იცის თუ არა ტრამპმა იმ ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის პრეზიდენტიც გახდა. აშშ-ს კონსტიტუცია კი ტრამპს მისი მუქარებისა და პოპულისტური დაპირებების შესრულების შესაძლებლობას არ მისცემს. ეს შეეხება მაგალითად უმცირესობებს, როგორც რელიგიურს, ასევე სხვას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი აპირებდა იმ დაპირებების ნახევარზე მეტის შესრულებას, რაზეც წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა. ეს იყო უბრალო ადამიანის გადაბირების საშუალება, ადამიანის რომელიც როგორც ერთი ისევე მეორე პარტიის მხრიდან თავს გარიყულად გრძნობდა. ადამიანის, რომელიც თვლიდა რომ "რესპუბლიკური" და "დემოკრატიული" პარტიები მის ინტერესებს აღარ გამოხატავდნენ. სამწუხაროდ, ეს არ არის ლოკალურად ამერიკული ტრენდი - ეს სერიოზული გლობალური ტენდენცია. როდესაც პოლიტიკოსები, პოპულიზმით, სრულიად უპასუხისმგებლოდ წარმოებული კამპანიით იმხრობენ ადამიანებს და შესაბამისად მათ ხმებს. შედეგი არის მაგალითისთვის დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმი და სხვა ევროპულ ქვეყნებში ულტრა მემარჯვენე ძალების აღზევება, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ კამპანიას ამყარებენ ნაციონალიზმის და ხშირ შემთხვევაში უკანონო იდეებით და ამით ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ინსტიქტებზე.

- ბრექსიტი ახსენეთ, რას მოუტანს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილება ქვეყანას, ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში მოულოდნელი პროცესები მომრავლდა...

- დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა, ბრიტანელი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, მათი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი მოვლენაა, მაგრამ დემოკრატიას აქვს მსგავსი თვისება, რომ ზოგჯერ შეიძლება უმრავლესობა ცდებოდეს, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ელიტის პასუხისმგებლობაა. როდესაც შენ აღვივებ ყველაზე ქვენა გრძნობებს, როცა ადამიანის შიშებზე თამაშობ, როდესაც ტყუილით მიმართულებას უცვლი ადამიანს. მაგალითად ბრიტანელ ამომრჩეველს უთხრეს, რომ ყველა პრობლემა, სოციალური თუ ეკონომიკური ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ მოგვარდება, რაც სრული ტყუილია. ეკონომიკურადაც და იმიგრაციის საკითხშიც ბრექსიტი ამ პრობლემის არ არის მოგვარების საშუალება არ არის.

ტრამპმაც ტყუილი თქვა, როცა აცხადებდა, რომ იმიგრაციას კედლის აშენებით მოაგვარებს, რომ სამუშაო ადგილების შექმნას მოაგვარებს პროტექციონიზმის საშუალებით, ანუ გლობალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამოსვლის გზით, უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხს კიდევ უფრო მოაგვარებს საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსებიდან გამოსვლით. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნატო, კითხვის ქვეშ დააყენა აშშ-ს ხანგრძლივი ურთიერთობები იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები. მას ძალიან მალე მოუწევს რეალობასთან შეხება და შესაბამისად პოზიციის შეცვლა, თუმცა ამასობაში ის უკვე პრეზიდენტად აირჩიეს. რაც ამერიკასა და ევროპაში ხდება ეს საერთო კრიზისის ფაზაა ლიბერალურ დემოკრატიაში.

- აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აუცილებლად შეხვდებოდა და ეს შეხვედრა შედგებოდა მის ინაუგურაციამდეც... "შესანიშნავი შეხვედრა ინაუგურაციამდე"- რას ნიშნავს ეს გზავნილი, როგორ განვითარდება აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა?

- მე ტრამპის მომხრე არ გახლდით, მისი არჩევის შემდეგ სადაც სერიოზულ ცვლილებას მოველი არის არა რუსეთ-ამერიკის ახალი თანხმობის ხანა, არამედ შესაძლო გართულებები, პირველ რიგში რუსეთისთვის. მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა, რომ მას ეს ძლიერი ლიდერი მოსწონს და ასე შემდეგ, ტრამპს თვითონ აქვს ძლიერ ლიდერობაზე პრეტენზია, არამგონია, რუსეთთან დათმობები და აშშ-ს მოკავშირეების მიმართ აგრესიის გამოვლენაზე მწვანე შუქის ანთება ტრამპის ხასიათში ჯდებოდეს. მე ტრამპსა და პუტინს შორის უფრო მეტ კონფლიქტისა და დაპირისპირების პოტენციალს ვხედავ, ვიდრე თანამშრომლობისა და სიამ-ტკბილობას.

- საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მისი მეგობარია. ერთ-ერთ ინტერვიუში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტრამპი იყო ერთ-ერთი პირველი, როდესაც რთულ პირობებში (საქართველოს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და სამშობლოდან წასვლის) შემდეგ, დაურეკა და საკუთარ სახლში მიიპატიჟა, როგორ შეიძლება განვითარდეს სააკაშვილისა და აშშ-ს პრეზიდენტის მომავალი ურთიერთობა - საქართველოს ტრამპის სახით ახალი ლობისტი ჰყავს?

- მომეცით უფლება ცოტა სხვა კუთხით გაგცეთ პასუხი. პირველ რიგში ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როცა ის გავლენიანი "რესპუბლიკელი" კონგრესმენი თუ სხვა პოლიტიკური მოღვაწე, რომელთანაც წინა ხელისუფლებას დამყარებული ჰქონდა ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა ხალხის მტრად და საქართველოს მტრად გამოაცხადა. მათ სააკაშვილის ფან კლუბი უწოდეს, ნაცვლად იმისა რომ ეს პოტენციალი გამოგვეყენებინა. ყველა მათგანი საქართველოში იყო ნამყოფი და არა სააკაშვილს, არამედ ჩვენ ქვეყანას ლობირებდნენ. თუმცა ჩვენ ვიწრო პარტიული ინტერესების გამო საქართველოს ინტერესები დავაზიანეთ, ეს სრული ფაქტია.

ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ურთიერთობების კულტურა რომ არსებობდეს, ოპოზიციის ლიდერი გადასახლებაში არ იქნებოდა და დღეს სააკაშვილის სახით საქართველოს უძლიერესი ლობისტი ეყოლებოდა. ტრამპი კი არ იქნება სააკაშვილის ლობისტი, სააკაშვილი იქნებოდა საქართველოს ინტერესების ყველაზე დიდი ლობისტი. ეს ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ასე მოხდებოდა, თუმცა კარგად მესმის, რომ იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი საქართველოს ხელისუფლების მიერ, ეს არარეალურია. რეალობა ასეთია ჩვენ გვაქვს და გვქონდა პოტენციალი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ და ახალ პრეზიდენტთან ბევრი მისასვლელი გზა გვაქონოდა. იმედი მაქვს, რაღაც დონეზე მაინც გამოსწორდება ეს დემონიზაცია იმ ხალხის, რომლებსაც დღესაც ძალიან დიდი გავლენა აქვს. შეგახსენებთ, რომ სენატში წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა სწორედ „რესპუბლიკელებმა“ შეინარჩუნეს. ჯონ მაკკეინი ხელახლა იქნა არჩეული. ეს ძლიერი პოლიტიკოსები იმ პოზიციაში იქნებიან, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინონ.

- რას ურჩევდით საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, როგორ უნდა გააღრმავოს ურთიერთობა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან და აალ ადინისტრაციასთან?

- დიდი ალბათობით ტრამპის პოლიტიკა ჯორჯ ბუშს პოლიტიკის მსგავსი არ იქნება, რომლის დეკლარირებული პოზიცია მთელს მსოფლიოში და მათ შორის ქართული ახალგაზრდა დემოკრატიის თავისუფლების მხარდაჭერა იყო. აქიდან გამომდინარე აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობის ინტენსივობა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ხელისუფკლებამ ძალისხმევა უნდა გაათმაგოს იმისთვის რომ შეერთებული შტატების რადარზე არ გავქრეთ. საქართველოს ელჩი აშშ-ში ძალიან სერიოზული გეგმით და დავალებით უნდა წავიდეს, რომ ის ძველი კავშირები განაახლოს რომელიც გვქონდა და აუცილებლად დაამყაროს ახალი ურთიერთობები როგორც ადმინისტრაციის, ასევე უშიშროების საბჭოს და კონგრესის ეარმომადგენლებთან, იმისთვის რომ საქართველო კვლავ აშშ-ს ინტერესის სფეროში იყოს.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42