ლარი კვლავ ეცემა - ,,ეროვნული ბანკი ბიუჯეტის დეფიციტს აფინანსებს და საკრედიტო ექსპანსიას ეწევა“
პოლიტიკა - 13:49, 10 Nov, 2016     6235
ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებს. გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას ხელს უწყობს. მისი განცხადებით, სებ-მა დღეს რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა და 1,35 მილიარდი ლარი გაასესხა:

"ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა: 1,35 მილიარდი ლარი გაასესხა. ეს არის ე. წ. ფართე ფულის, M2-ის 22 პროცენტი. როდესაც კომერციულ ბანკებს ერთბაშად ამ მოცულობის რესურსი სჭირდებათ, ეს მიუთითებს ფინანსური სისტემის სერიოზულ დაავადებაზე. ბანკებს 2 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული მთავრობაზე და მოკლევადიან მოთხოვნებს ეროვნული ბანკი უპრობლემოდ უკმაყოფილებთ, რომელიც თავისი განმეორებადობით უკვე გრძელვადიანი სესხის ტოლფასია. გუშინ, მთავრობამ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი საშინაო ვალის შესახებ და დამატებით 33 მილიონი ლარი აიღო. აუქციონზე 50 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები გამოიტანა, მაგრამ ყველა ვერ გაყიდა. არ ეყოთ ფული ბანკებს. სამაგიეროდ, აგერ, ეროვნულმა ბანკმა დაასაჩუქრა დღეს კომერციული ბანკები. ამ ფულის ნაწილი აუცილებლად მოხვდება სავალუტო ბირჟაზე, ნაწილი კი სახაზინო ვალდებულებების მორიგ აუქციონზე აღმოჩნდება. მოკლედ, აფინანსებს ეროვნული ბანკი ბიუჯეტის დეფიციტს და ეწევა საკრედიტო ექსპანსიას, რითაც ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას. და ბოლოს, მიდინარე თვეში ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი. დროის მესამედი გავიდა და დახარჯულია მხოლოდ 88 მილიონი. არათანაბარზომიერ ხარჯვას თუ რა მოსდევს, ეს უკვე ვისწავლეთ და საკუთარ თავზეც გამოვცადეთ ამ მთავრობის ხელში", - წერს რომან გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42