"ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული ჩვენი არჩევანით, მაგრამ მეგობრობას აგრძელებენ"- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 13:44, 10 Nov, 2016     1687
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით უსუფაშილის თქმით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პირობებში უშუალოდ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე პრობლემა არ გაჩნდება, თუმცა ის გარკვეულ გამოწვევებს ელის საერთაშორისო უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, არც ამერიკელები არიან ყოველთვის აღფრთოვანებული ქართველების არჩევანით, თუმცა სტრატეგიულ მეგობრობას მაინც აგრძელებენ:

„აშშ-ში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დასრულდა ისე, როგორც არც აშშ-ში და არც მის ფარგლებს გარეთ შესაძლოა ბევრი არ ელოდა, ეს არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ჩვენ - ქართველები ვაკეთებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ჩვენთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ. მე არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე პრობლემები გაჩნდება. მე უფრო ველოდები გარკვეულ გამოწვევებს საერთაშორისო სისტემაში - საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდე შეინიშნებოდა პასუხისმგებლობებისა და ინიციატივების დეფიციტი. ამ თვალსაზრისით აშკარად იქნება გამოწვევები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“- განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას იმისთვის, რომ მსოფლიოში მიმდიანრე ცვლიელებების ფონზე ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული:

„უნდა ვიყოთ ყურადღებით, გავაუმჯობესოთ და გავაორმაგოთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რადგან ცოტა გაურკვევლობების პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს და ქვეყნებს შესაძლოა გაუჩნდეთ გარკვეული ვაკუუმის და იმის განცდა, რომ ახლა არის დრო იმისთვის, რომ რაიმე ნაბიჯები გადაიდგას არალეგიტიმური ინტერესების დასაკამაყოფილებლად. ამიტომ ჩვენ გვმართებს გარკვეული სიფხიზლე, დიპლომატიური არხებით და ყველა სხვა არხით, რითაც ქვეყნის ინტერესია დასაცავი. ეს ის თემებია, როცა პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მოწოდებული, რომ ქვეყნის ინტერესები ყველა ფლანგზე დავიცვათ.“- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42