ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კოსაკის პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 10:03, 10 Nov, 2016     1306

2016 წლის 13-15 ნოემბერს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ბრატისლავაში, ევროკავშირის საპრეზიდენტო "ტროიკის" სპეციალური მოწვევით პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კოსაკის პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სხდომაზე წარმოდგენილნი იქნებიან ევროკავშირის ყველა ქვეყნების საპარლამენტო კომიტეტები ევროინტეგრაციის მიმართულებით და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელობა.

ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ევროკავშირის ხელშეკრულებებით დაფუძნებული საპარლამენტო პლატფორმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია - კოსაკი (Conference of Parliamentary Committees for Union Affairs of Parliaments of the European Union – COSAC ) აერთიანებს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტებს და ევროპარლამენტს. საპარლამენტო კომიტეტების ეს გაერთიანება 1989 წელს შეიქმნა, რათა გაძლიერებულიყო ეროვნული პარლამენტების როლი ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში.

კოსაკის საშუალებით ეროვნული პარლამენტები ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავების პროცესში მონაწილეობენ, განიხილავენ ინიციატივებს მოქალაქეთა ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა. კოსაკის უნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, შეიმუშაოს დასკვნა და დეკლარაცია ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს საყურადღებოდ. სპეციალიზებული საპარლამენტო კომიტეტების ეს ფორუმი ხელს უწყობს სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური დიალოგის განვითარებას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირის პარლამენტებს შორის.

კოსაკს ხელმძღვანელობს საპრეზიდენტო "ტროიკა" (ევროკავშირის წინა, ახლანდელი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტი - ჰოლანდია, სლოვაკეთი, მალტა) და პრეზიდენტ პარლამენტად გვევლინება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტი, ამჟამად სლოვაკეთის პარლამენტი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42