ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. „რესპუბლიკელ“ კონკურენტს გამარჯვება „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მიულოცა და რამდენიმე წუთის წინ პირველი განცხადება გააკეთა:
„მე იმდეი მაქვს, რომ ის იქნება წარმატებული პრეზიდენტი მთელი ამერიკისთვის. მე ვგრძნობ სიამაყეს ამ იდეალური საარცევნო კამპანიისთვის და ენერგიული კამპანიისთვის. ეს იყო უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, რომ იმედგაცრუებას გრძნობთ, რადგან მეც იმავეს განვიცდი, ეს მტკივნეულია და ეს გრძნობა დიდხანს გამყვება. მე კვლავ მჯერა ამერიკის და ყოველთვის ასე იქნება. დონალდ ტრამპი იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ჩვენი საკონსტიტუციო დემოკრატია მოგვიწოვებს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისკენ. დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და დავიცვათ მთელი პლანეტა. ამერიკული ოცნება საკმაოდ დიდიაყველასთვის, ემიგრანტებისთვის, საზოგადოების ლგბტ წარმომადგენლებისთვის და საერთოდ ყველასთვის“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
მასალის გამოყენების პირობები






