„რა თქმა უნდა ყველას გვსურს, რომ ოპტიმისტები ვიყოთ, ყველას გვინდა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არ იდგეს ერთ ადგილზე და წინ მიიწევდეს. ის თემები, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აინტერესებს, ეს არის ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს მეორე ალბათ ფატობრივად შეუძლებელია ის თუ ბატონი ტრამპი განახორიცელებს იმას, რასაც ამომრჩეველს დაჰპირდა. წყნარი ოკეანის პარტნიორობის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა და ასე შემდეგ, არ მგონია, რომ ამ ოთხ წელიწადში ჩვენ ჩავეტიოთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხში" - აცხადებს ვაშაძე.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აღიარება არ მოხდება, თუმცა მისი თქმით, ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხნით ადრე უნდა ემუშავა.
რაც შეეხება ნატოს, ძნელი სათქმელია... შეერთებული შტატების პრეზიდენტს თითქმის ყველა ქვეყნისგან განსხვავებული უფლებამოცილება აქვს, მაგრამ არის სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის დეპარტამენტი, კონგრესი და სენატი. რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და იმის არდაშვებას, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება მოხდეს რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ, ამის იმედი შეიძება ვიქონიოთ, ეს არ მოხდება. ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს, 9 ნოემბერს კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ ამაზე, ამაზე ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა სამინისტროს გაზაფხულზე უნდა ელაპარაკა, როდესაც გასაგები იყო ვის დაასახელებდა ყრილობა კანდიდატად. ორივე პრეტენდენტის შტაბში ჩვენ უნდა გვყოლოდა ლობისტები. მარტამდე აღარაფერი არ იქნება" - აცხადებს ვაშაძე.
მისი თქმით, საქართველოს მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში ორპარტიულია
,,ადმინისტრაციის ცვლილებით, ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება, მაგრამ წინ წავა თუ არა ეს დიდი საკითხია" - აცხადებს ვაშაძე.
რას შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხე, მისი თქმით, ის, რაც არჩევნების დროს იყო ნათქვამი, ამის სერიოზული კორექტირება მოხდება. ,,შეერთებული შტატების და რუსეთის პოლიტიკა ამ კუთხით განსხვავდება, ცეცხლოვან რკალში, რომელიც უკრაინიდან სირიამდე არის, თითქმის ვერ წარმომიდგენია, რომ რაიმე მოლაპარაკება მოხდეს“, - აღნიშნავს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






