არ მახსოვს აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს ასეთი ბურუსითმოცული პროგრამა ჰქონოდეს - გრიგოლ ვაშაძე ტრამპის გამარჯვებაზე
პოლიტიკა - 18:32, 09 Nov, 2016     6942

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას აფასებს. მისი განცხადებით, ტრამპს ზედმეტად ბურუსითმოცული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, მას აქვს მრავალი პროექტი განსახორციელებელი ინაუგურაციის შემდგომ, საქართველოს დრო კი როდის მოვა, ძნელი სათქმელია:

„მე არ მახსოვს, რომ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს ასეთი საიდუმლოები და ბურუსითმოცული პროგრამა ჰქონოდეს, ფაქტობრივად შეუძლებელია იმის თქმა, რა საგარეო პოლიტიკა ექნება ბატონი ტრამპის ადმინისტრაციას, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მხოლოდ ის, რაც ვიცით, რომ საკუთარ ამომრჩეველს დაჰპირდა. უპირველეს ყოვლისა ეს არის სავაჭრო შეთანხმებების და ხელშეკრულებების გაუქმება, ან ახალი მოლაპარაკებების ჩატარება, რომელიც მას მიაჩნია არასამართლიანად შეერთებული შტატებისთვის. ირანთან ხელშეკრულების გადახედვა, საუბარია ირანის ბირთვულ პროგრამაზე. 3 ათას კილომეტრიანი კედლის აშენება მექსიკის საზღვარზე და არალეგალური ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციები შეერთებული შტატებიდან და აგრეთვე ძალიან დიდი სიფრთხილე საკითხზე, რომელიც შეეხება მუსულმანური ქვეყნებიდან ემიგრაციას. ნატოზე, ევროკაშირზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე ბატონ ტრამპს თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ნათქვამი აქვს, რომ მოვიდა დრო, მათ თავიანთი უსაფრთხოებისთვის სახსრები გამოყონ და შესაბამისი ძალისხმევა გამოიჩინონ.

რაც შეეხება ჩვენ რეგიონს, პატიოსნად ვუთხრათ ერთმანეთს 20 იანვარს იქნება ინაუგურაცია, 4 ათასი ვაკანტური ადგილი არის შესავსები ადმინისტრაციაში, აქედან 1000 თანამდებობას სჭირდება სენატში დამტკიცება, ამის შემდგომ 100 დღეში ბატონმა ტრამპმა უნდა მოასწროს უპირველეს ყოვლისა კონგრესში იმფრასტრუქტურული პროექტის პაკეტის გატარება და შემდეგ უნდა მოასწროს ის, რაზეც მტელი რესპუბლიკური პარტია და მისი მხარდამჭერები თანხმდებიან, ეს არის „ობამა ქეარ“ ანუ საყოველტაო, ხელმისაწვდომი სამედიცინო დაზღვევის პაკეტი. ჩვენი დრო როდის მოვა ძალიან ძნელი სათქმელია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42