,,აშშ-ს ხელისუფლებაში დაბრუნდა რესპუბლიკური პარტია როგორც სენატში, ასევე კონგრესში და თეთრ სახლში შევიდა რესპუბლიკელი პრეზიდენტი. ანუ ეს პარტია აკონტროლებს ამ წუთისთვის სენატს, კონგრესს და თეთრ სახლს. ეს აისახება როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაზე, თუმცა საგარეოზე უფრო არაპროგნოზირებადად.
ტრამპთან ერთად თეთრ სახლში შევა ძალიან ბევრი ახალი სახე. ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც აკონტროლებდა ამერიკის პოლიტიკას, შეიცველბა ახალი სახეებით. დიდწილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება ჯორჯ W ბუშის ადმინისტრაციის სახეები, მიუხედავად იმისა, რომ ისიც რეპუბლიკელია. ტრამპი შეეცდება ახალი გუნდის შექმნას. როცა მამა ბუში რეიგანის შემდეგ შევიდა თეთრ სახლში, ის ფსონს დებდა რეიგანის კადრებზე და გარკვეული ნაწილი თავისი ხალხიც შეიყვანა. როცა ჯორჯ W ბუში შემოვიდა თეთრ სახლში მან გამოიყენა რესპუბლკური პარტიის ბევრი სახე გამოიყენა, რომელსაცმამა ბუშთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.
ტრამპი შეეცდება მოიყვანოს ახალი სახეები. ამას აქვს პლუსიც და მინუსიც. პლუსი არის ის, რომ ეს ადამიანები განთავისუფლებული იქნებიან წინა თაობის სტიგმებისგან , რომელიც არსებობს და იქნებიან უფრო ღია პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში, მაგრამ ამავე დროს არის საშიშროება, რომ შესაძლოა მათ შეცდომები დაუშვან“ - აცხადებს შაშკინი.
რაც შეეხება ტრამპის მცდელობა, კრიზიები რუსეთთან პუტინთან დიალოგის გზით გადაწყვიტოს, შაშკინი ამბობს, რომ ახალი პრეზიდენტის მხრიდან ეს იქნება დროის ხარჯვა, როგორც ეს მისი წინამორბედების შემხვევაში მოხდა.
,,ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ ის ეცდება დაელაპარაკოს პუტინს და კრიზისები მოაგვაროს მოალაპარაკების გზით. აქ ძალიან ბევრი მითქმა მოთქმაა მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ ობამა როცა მოვიდა პირველი გააკეთა ის, რომ გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა რუსეთთან მიმართებაში, მისი პრეზიდენტობის მთელი 4 წელი ამ ეგიდით მიმდინარეობდა. იგივეს აკეთებდა თუ გავიხსენებთ ჯორბ W ბუში, როცა განაცხადა, რომ მე პუტინს ჩავხედე თვალებში და ამ კაცის ნდობა შეიძლებაო. ანუ ამ კუთხით ტრამპს სასწაული სიახლე არ უთქვამს, ცუდია ის, რომ ტრმაპი დაკარგავს დროს, ეს შეიძლება იყოს ერთი ან ოთხი წელი. მას არაფერი გამოუვა, რადგან არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სისხლხორცეული ინტერესები, რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის. დარწმუნებული ვარ ტრამპს ამ ინტერესბის დაზიანება არ უნდა, ადრე თუ გვიან ის მიხვდება, რომ პუტინის და ამერიკის ინტერესები ერთმანეთს ჯახება და მას მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები ვერ შეცვლის. სამწუხაროდ ამაზე დაიხარჯება დრო“ - აცხადებს შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ტრამპის გუნდში ასევე წარმოდგენილი არიან ისეთი დიდი გამოცდილების მქონე პირები როგორიცაა გენერალი ფლინი.
,,მის გუნდში არის ხალხი, რომელსაც აქვს სერიოზული გამოციდლება, მაგრალითად გენერალი ფლინი, რომელსაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცნობ და რომელიც იყო აშშ-ს თავდაცვის დაზვერვის შეფი. ეს არის ერთ-ერთი უძიერეის სტურქტური, რომელმაც თავისი გავლენით შეიძლება კონკურენცია გაუციოს ,,ANS“ ,,CIA“ და ა.შ. ის არის ვარსკვლავი სახე ტრამპის გუნდში, დიდი გამოციდლების მქონე, ნაომარი გენერალი ავღანეთსა და ერაყში, რომელიც ჯარში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ბუნებრივია ის თავისი პოზიციებით გარკვეულ როლს ითამაშებს იმ პოლიტიკაში, რომელსაც ტრამპი განახორციელებს“ - აცხადებს შაშკინი.
რა გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე?
შაშკინი ამბობს, რომ ტრამპის გამაჯვება იქნება ძალიან სერიოზული გამოწვევა საქართველოს მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის კუთხით.
,,მოდის ახალი პოლიტიკური ელიტა სახელმწიფო დეპარტამნტში, ძალიან ბევრი ახალი სახე. ,,ნეოკონსერვატორების“ წარმომადგენლობა, დარწმუნებული ვარ იქ არ იქნება, უფრო მეტად ჩვენ ვიხილავთ ,,ჩაის პარტიის“, (Tea party) სარა პალინის დაჯგუფებიდან, დავინახავთ ბევრ მძიმე წონიან კონსერვატორს, მათი პოლიტიკა იქნება უფრო ხისტი და ეს კიდევ ერთი მაგალითი იქნება ტრამპისთვის იმისა, რომ მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებით პოლიტიკა ვერ დალაგდება. ისინი ძალიან უფრთხილდებიან სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ ჩვენ აღარ ვართ არც ნატო-ს, არც ევროკავშირის და არც ამერიკის რადარებზე. ბუნებრივია, ტრამპისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება შიდა გამოწვევები - ეკონომიკა, უმუშევრობა და ა.შ. ბევრად უფრო დიდ დროს ამაზე დახარჯავს. ეს არის მეგასახელმწიფო და დეპარტამენტში თვითონ სტაფს აქვს ძალიან დიდი როლი, პერონალი, რომელიც საბუთებს ამზადებს თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს, საქართველოს მთავრობა ყველაზე დიდი რესურსი უნდა გადაისროლოს აშშ-სკენ და ახლიდან უნდა დაიწყოს გაცნობა ახალ პოლიტიკურ ელიტასთნ და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე. ტრამპი იანვარში შევა თეთრ სახლში, დეკემბრის ბოლოს იწყება არდადეგები და ერთ თვეში უნდა მოხდეს უკვე გაცნობა ახალ ადმინისტრაციასთან. საქრთველოს მთავრობის ადმინისტრაცია უნდა იყოს 24 საათიან რეჟიმში. თუ ამერიკაში ჩამოყალიბდა ეჯენდა და იქ არ მოხვდი, ჩათვალე, რომ ამ გეგმაში ვერავინ ვეღარ ჩაგსვამს.
ნუ გვავიწყდება, როცა ბუშის ადმინისტრაცია მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა იმედი პუტინის თვალებში ჩახედვის მერე, რომ რუსეთთან შეძლებდა ურთიერთობების დალაგებას, ამ ფონზე, სააკაშვილის მთავობამ მოახერხა ყოფილიყო აშშ-ს რადარებში და როცა რუსეთი თბილისისკენ წამოვიდა 2008 წლი აგვისტოს ომის დროს, ბუშმა, დაგვიანებით მაგრამ მაინც, გამოიჩინა უდიდესი დახმარება. ეს არის მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა სწრაფი ტემპებით ურთიერთობების დამყარება ახალ ადმინისტრაციასთან" - განაცხადა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






