"საქართველოს არ ემუქრება, რომ აშშ-მ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის პირისპირ მიატოვოს" - დავით ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 15:17, 09 Nov, 2016     3785

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. „ნიუპოსტი“ საქართველო-აშშ-ს სამომავლო ურთიერთობის შესაფასებლად „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს დაუკავშირდა.

ბერძენიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელები“ ჰილარი კლინტონს უჭერდნენ მხარს, თუმცა, დონალდ ტრამპის გამარჯვება არ იქნება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის შეცვლის მიზეზი:

„რესპუბლიკური პარტიის" წევრები უფრო ვგულშემატკივრობდით ჰილარი კლინტონს იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ის იყო სახელმწიფო მდივანი, საგარეო პოლიტიკაში ძალიან ჩახედული და გარკვეულია. საქართველო და რეგიონი იცის, ამას გარდა „რესპუბლიკური პარტია“ არის ამერიკის „დემოკრატიული პარტიის“ პარტნიორი ლიბერალ-ინტერნაციონალ ოჯახში.

მოლოდინი და სურვილი გვქონდა, რომ მოეგო კლინტონს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვართ ქართველი პოლიტიკოსები და ტრამპისგან განსხვავებით ჰილარი კლინტონს პუტინის საქები რაიმე არ წამოსცდენია. მაგრამ არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ამერიკელი ხალხის არჩევანი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი.

საქართველოსთან მიმართებით, მე არ ველი პოლიტიკის ცვლილებას. ამერიკას აქვს მსოფლიო წესრიგის მთავარი მოთამაშის ფუნქცია. არც ერთი ამერიკელი ხელისუფალი ამაზე უარს არ იტყვის. ამერიკის კონგრესს აქვს ძალიან დიდი უფლებები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. კონგრესის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან მკვეთრად არის განწყობილი რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებაში. ჩვენ არანაირად არ გვემუქრება, რომ მიგვატოვებენ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის პირისპირ“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ დაიკავებს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას:

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ვის დანიშნავენ სახელმწიფო მდივნად, ესეც იქნება ერთგვარი ორიენტირი. მე ვვარაუდობ, რომ ეს იქნება ვინმე კვალიფიციური, მკვეთრი პოზიციების მქონე ამერიკელი პოლიტიკოსი. ასე რომ ერთია გულშემატკივრობა და მეორეა რეალობა. ჩვენ ვიღებთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ველით სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას ისევე, როგორც აქამდე ხდებოდა. „რესპუბლიკური პარტია“ არის ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის გაჩენისა საქართველოში, ჩვენ ამ ინიციატივის ერთგულნი ვრჩებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42