,,აშშ-ს საგარეო კურსი უსაფრთხოებას ეფუძნება და მის შეცვლას ვერცერთი პრეზიდენტი ვერ შეძლებს“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 15:21, 09 Nov, 2016     1954
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი ტრამპის გამარჯვებას აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები. ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ფიქრობს, რომ მიუხედავად ბევრი ვარაუდისა, მოხდება თუ არა რადიკალური ცვლილება აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში, ეს შეუძლებელია, რადგან ბაჩუკი ქარდავას თქმით, ამერიკის საგარეო პოლიტკია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას ეფუძნება და მასში რადიკალურ ცვლილელბებს ვერ შეძლებს ვერცერთი პრეზიდენტი.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ის ფაქტი, რომ სენატი და კონგრესი მოიგეს რესპუბლიკელებმა, მიანიშნებს იმაზე, რომ ,,საპრეზიდენტო არჩვნები კი არ წააგო ჰილარი კლინტონმა არამედ მოიგეს რესპუბლიკელებმა“.

,,მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელების ზომიერი ფრთა ტრამპს მხარს არ უჭერდა, ფაქტია, ის რესპუბლიკელების კანდიდატი იყო და შესაბამისად, ეს არის ამ პარტიის სრული გამარჯვება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, გაიმარჯვა რესპუბლიკელების კონსერვატიულმა რადიკალურმა ფრთამ და არა ლიბერალურმა და ცენტრისტულმა, სადაც წინა პლანზე უფრო ფინანსური სიმძლავრის მქონე ძალები წამოიწევს, ვიდრე პოლიტიკური ფიგურები.

რაც შეეხება საგარეო კურსს, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო კურსი რადიკალურად არასოდეს იცვლება და არც ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ასეთ ცვლილებებს, ამის მე არ მჯერა. თუ ტრამპი შეეცდება რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, არ მგონია ამის საშუალება მიეცეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია. ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია აშშ-ს უსაფრხოებაზე და ესაა მთავარი პრიორიტეტი, რასაც პირველ რიგში მოიცავს საგარეო პოლიტიკა. აი, ამ ზღვარს ვერასოდეს გადალახავს ვერცერთი პრეზიდენტი იქნება ის 45-ე თუ 50-ე. ბუნებრივია ამერიკა დგას ფასეულობებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ფაქტია ესეც იქნება ის ბარიერი, რომელიც დაიცავს აშშ-ს როგორც საიშნაო, ისე საგარეო პოლიტიკას. ასე, რომ დამოკიდებულება - ტრამპის სახით ,,ბუა მოდის“ - ჩვენ ეიძლება მივიღოთ რეალურად, ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც როგორც ყველა სხვა დანარჩენი აწარმოებს იმ საგარეო პოლიტიკას, რაც ყველა ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილ პრინციპებზეა დაფუძნებული“ - ამბობს ედპ-ს ლიდერი.

რაც შეეხება საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ საქართვლო ამ შემთხვევაში არის გარკვეულწილად შემადგენელი ნაწილი აშშ-ს უსაფრთხოების პოლიტიკის, ,,თუმცა არა იმ დოზით, რომ ახალმა პრეზიდენტმა ეს პირველი რიგის საკითხად დააყენოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრი რამ დამოკიდებული, რომელმაც თავისი როლი და ფუნქცია კი არ უნდა შენიღბოს და შეასუსტოს საერთაშორისო არენაზე, არამედ აქტიურად იმუშაოს დასავლურ ინსტიტუტებთან და პირველ რიგში შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, რომ მისი როლი და ფუნქცია წინ წამოწიოს. ასე, რომ ჩვენი საკეთებელიც ბევრი იქნება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის კონგრესში, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსია, არ უნდა ველოდოთ რაღაც რადიკალურ ცვლილებებს“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42