,,აშშ-სგან შესაძლოა ვიხილოთ მცდელობა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, მაგრამ ის მთავარ ფასეულობებს შეეჯახება“ - ქუთელია
პოლიტიკა - 13:21, 09 Nov, 2016     2581
საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე განცხადებას აკეთებს. ქუთელიას განმარტებით დონალდ ტრამპის პოლიტიკა შესაძლოა პირველ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პრინციპით გამოირჩეოდეს, მაგრამ მოგვიანებით ეს აუცილებლად შეიცვლება. ამის შესახებ ქუთელიამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

„ბოლო კვირის შედეგებით, ის 5 პროცენტიანი უპირატესობა, რაც ჰილარი კლინტონს ჰქონდა, სავარაუდოდ ყველას განაწყობდა იმისაკენ, რომ ჰილარი კლინტონი გახდებოდა 45-ე პრეზიდენტი. თუმცა, მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ეს ბრძოლა ძალიან გარდამავალი უპირატესობით და ახლოს მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე სიურპრიზად ვერ მოვნათლავთ.

თუმცა, პირადად ჩემთვის მე მაინც ვფიქრობდი, რომ ჰილარი კლინტონი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ვინც გადამწყვეტ ეტაპზე გამარჯვებას მოიპოვებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი ძალიან ძლიერი ინსტიტუტია. გარკვეულწილად განსაზღვრავს საგერო, პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების პრიორიტეტებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მის ხედვებზე და ასევე მისი გუნდის ხედვებზე.

რაც შეეხება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობას, უკვე მეოთხედი საუკუნეა, ეს ურთიერთობა მზარდად ვითარდება. მიუხედავად სხვადასხვა ადმინისტრაციების ცვლილებისა, რომლებსაც ასევე სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქონდათ რუსეთთან, თუნდაც ერთი და იმავე ადმინისტრაციის ყოფნის სხვადასხვა ეტაპზე. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ბოლო პერიოდში ყველა ამერიკელი პრეზიდენტი პირველ ეტაპზე ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, იქნებოდა ეს ჯორჯ ბუშის მიერ პრეზიდენტ პუტინისთვის თვალებში ჩახედვა თუ ობამას გადატვირთვის პოლიტიკა, მაგრამ შემდეგ უკვე მათი დამოკიდებულება იცვლებოდა, აგრესიული საგარეო პოლიტიკიდან, რომელსაც ის აწარმოებდა და დღესაც აწარმოებს. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიხილოთ საწყის ეტაპზე მცდელობა, რომ რუსეთთან დალაგდეს ურთიერთობები, მაგრამ სავარაუდოდ ეს ურთიერთობები შეეჯახება იმ მთავარ ფასეულობით განსხვავებას, რაც დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სამყაროს ერთმანეთისგან განასხვავებს და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პრობლემები მაქსიმალურად მაღლა იდგეს ამერიკული საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.

რამდენად ტრადიციულად მიჰყვება ტრამპი მთავარ პრიორიტეტებს ძნელი სათქმელია, გარდა ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტისა, ამერიკული დემოკრატიის მთავარი საფუძველი არის, სახელმწიფო მართვის ინსტიტუტები, როლებსაც აქვთ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთდაბალანსების მექანიზმი, აქედან გამომდინარე რადიკალური ცვლილებების გაკეთება, ისეთ ექსტრავაგანტულ პრეზიდენტს, როგორიც ტრამპი არის, მასაც გაუჭირდება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს. ის არის ამერიკის პრეზიდენტი და შესაბამისად ამერიკის ინტერესები არის მთავარი, ეროვნული ინტერესების ზღვარი გადის ამერიკის უსაფრთხოებაზე, ამერიკის ეკონომიკაზე.

ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდა აქტიური მუშაობა ორივე პოლიტიკურ ბანაკთან წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ასევე კონგრესი, როგორც ვხედავთ რჩება რესპუბლიკური, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტო არის, რომელიც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოების პოლიტიკას, ამ პოლიტიკების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფას, ვთვლი, რომ ახალ ელჩს და ზოგადად ქვეყნის მთავრობასაც აქტიური მუშაობა მართებს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე პირადი კონტაქტებისა და კავშირების აღდგენა იმ ხალხთან, რომლებსაც ან არ ჰქონიათ შეხება საქართველოს საკითხებთან, ან ჰქონდათ, მაგრამ ბოლო პერიოდში არ უწევდათ, ძალიან მნიშვნელოვანია. დიპლომატიური მისიის წარმატებულობა დამოკიდებულია ქვეყნის კონსოლიდირებულ საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყნის მთავრობის პასუხისმგებლობაა. ეს იწყება გზავნილების ერთიანობით, მაგრამ იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომელიც ქვეყნის შიგნითაც უნდა განვახორციელოთ. იმისთვის, რომ შემდეგ უკვე საგარეო პოლიტიკა იყოს ეფექტური“, - აცხადებს ბათუ ქუთელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42