“საქართველოში მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე ბავშვებში აღემატება 11%-ს“- ლაშა კილაძე
პოლიტიკა - 12:46, 09 Nov, 2016     6636
"საქართველოში არის საგანგაშო სიგნალი, მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე ბავშვებში აღემატება 11%-ს, მარიხუანას ლეგალიზაციასთან ერთად მოიმატებს მისი მომხმარებლის რაოდენობაც" – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოსახლეობაში ჩატარდა კვლევა თამბაქოს, ალკოჰოლის და სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების კუთხით.

ლაშა კილაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანა 13 წლამდე ასაკის მოზარდებში გასინჯული აქვს 11%, რასაც ის საგანგაშოდ თვლის.

“საგანგაშო სიგნალად უნდა ჩაითვალოს ის, რომ საქართველოში 13 წლამდე ბავშვებში მარიხუანას მოიხმარს 11%, ზოგადად, როცა მოხდება მარიხუანას ლეგალიზაცია, გაიზრდება მისი მომხმარებლის რიცხვიც,“-განაცხადა ლაშა კილაძემ.

იგი თვლის, რომ მარიხუანა არის ის ნარკოტიკი, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს და მითი იმაზე, რომ მარიხუანა არ არის მავნებელი, მცდარია.

“მარიხუანა იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ის არის ისეთი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, ამიტომ კანონის მიღების დროს უნდა შეფასდეს რისკები.

ადამიანები ციხეში არ უნა ხვდებოდნენ მარიხუანას მოხმარებისთვის, მაგრამ არც პედესტალზე არ უნდა აგვყავდეს და ტაშს არ უნდა ვუკრავდეთ,“-განაცხადა ლაშა კილაძემ.

მისი აზრით, საკანონმდებლო ლიბერალიზაციის დროს, მოსახლეობა არ უნდა დარჩეს შეუიარაღებელი და აგრესიული პროპაგანდის პირისპირ.

ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებით საქართველოს მონაცემი იდენტურია ევროპული ქვეყნების.

ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე თვლის, რომ დროულად უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად.

“საქართველოში თამბაქოს მოიხმარს 30% , ხოლო ალკოჰოლს 40%, ეს მონაცემებია თითქმის ევროპის ქვეყნებშიც. ქვეყანამ დროულად უნდა მოახდინოს პრევენცია თუ უკვე დაგვიანებული არ არის. ჩვენ გვქონდა ევროსაბჭოსთან არსებულ პრევენციის ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სადაც იყო განხილული რამდენიმე მოდელი, მათ შორის ეს ექსპერტები მუშაობენ ლიბერალიზაციის საფუძვლებზე“- აღნიშნა კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42