"სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება კორუფციულ სისტემას შექმნის" - ირაკლი აბესაძე
პოლიტიკა - 12:14, 09 Nov, 2016     1962
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის განცხადებით 2018 წლის 1 იანვრიდან შემოღებული სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება კორუფციულ სისტემას შექმნის.

"გუშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებას, ტესტირებას შემოიღებენ, რაც სინამდვილეში 90-იან წლებში კარგად აწყობილი კორუფციული სისტემის, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ე. წ ტეხასმოტრის მსგავსი იქნება.

საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია, საიდანაც 44% 20 წელზე მეტი წლოვანებისაა და 90%-მდე კი 10 წელზე მეტის და ასევე მეორადი ავტომობილები. შესაბამისად ასეულობით ათასი ავტომანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, რაც ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული, ასევე ოჯახებს შემოსავლები არ აქვთ იმდენი, რომ უკეთესი ავტომობილები შეიძინონ.

ამ სიტუაციაში ილუზია იმისა, რომ ასი ათასობით ავტომობილი გაჩერდება და ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან არ არსებობს. უბრალოდ ეს იქნება მთლიანად კორუმპირებული, კორუფციული სისტემა და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ოჯახების წევრების დასაქმებაზე, მათი შემოსავლების გაზრდაზე და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავდეს, პირიქით დამატებით ამ ოჯახების ბიუჯეტიდან ქრთამის თუ მოსაკრებლის სახით დამატებითი თანხები იქნება ამოღებული.

რათქმაუნდა ამასვე ადასტურებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა, რომლის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა და მოსახლეობა დამეთანხმება იმაში, რომ ქალაქებში მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვერანაირ ტექნიკურ დათვალირებას ვერ გაივლიდნენ თუ ეს არ იქნებოდა ფორმალური პროცესი, რომელსაც მთავრობა უბრალოდ ფორმალობის შესანარჩუნებლად აკეთებს.

2018 წლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები ტექნიკურ დათვალიერბას ვერ გაივლიან და კორუფციულ სისტემას მივიღებთ, რომლითაც ჩინოვნიკები გამდიდრდებიან და მოსახლეობა დაიბეგრება’’ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42