საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს
პოლიტიკა - 11:57, 09 Nov, 2016     1506
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს.

"თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი გულწრფელად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა.

8 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა შემდგომ განვითარებას, წარმატებას, მშვიდობას და უსაფრთხოებას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემდგომი სიმაღლეების მისაღწევად.

თქვენი საპრეზიდენტო მისია იწყება იმ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც მსოფლიო და კაცობრიობა დგას ახალი გამოწვევების, მზარდი და ურთიერთგადაჯაჭვული საფრთხეების წინაშე, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ისეთი უნივერსალური ღირებულებების დასაცავდ, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა.

ამერიკის როლი იყო და რჩება უნიკალურად მსოფლიო სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ლიდერობით ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო დაცულ, უსაფრთხო და წარმატებულ სამყაროს.

საერთო ღირებულებები ჩვენი ქვეყნების ისტორიული მეგობრობის საფუძველია. ჩვენი ხალხები ერთიანი ძალისხმევით უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს და მტკიცედ დგანან ერთმანეთის გვერდით საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ მსახურობენ უსაფრთხო მსოფლიოს სადარაჯოზე. ამ ერთობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად.

გამუდმებით, ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ყოველ ეტაპზე, ჩვენ ვგრძნობთ ამერიკელი ხალხისა და მის მთავრობის უზარმაზარ მხარდაჭერასა და თანადგომას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში აშშ-ს განსაკუთრებული როლისათვის, რასაც ქართველი ხალხი უაღრესად აფასებს.

პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი უღრმესი პატივისცემის დადასტურებით, მსურს გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობასა და ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც ჩვენი მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას მოემსახურება.

პატივისცემით, გიორგი მარგველაშვილი"- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42