“ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, ჩამოვყალიბდეთ რანაირი სახელმწიფო უნდა იყოს საქართველო. პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს უფლებები, ჩემი აზრით არაა ადეკვატური იმ სისტემისთვის, რაც გაგვაჩნია.
თავის დროზე სააკაშვილმა თავის სურვილებს მოარგო კონსტიტუცია და არ შეიძლება ამით ვიხელმძღვანელოთ.
თუ ჩვენ ვირჩევთ საყოველთაო არჩევნებით უუფლებო პრეზიდენტს, ამით უფრო ვატყუებთ საზოგადოებას,“-განაცხადა ფოფხაძემ.
"ქართული ოცნების" წევრი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციონალურ განვითარებასთან დაკავშირებით.
მისი აზრით, ყველა პროცესში მნიშვნელოვანია სამეცნიერო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა.
“ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ნეიტრალურ ძალებს კონსტიტუციაზე და არა იმ ძალას, რომელსაც თავის სურვილებზე ჰქონდა მორგებული კონსტიტუცია,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






