საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ის შედეგი, რაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგება ხალხის არჩევანი იქნება, საქართველომ კი აშშ-ს მოსახლეობის არჩევანს უნდა უგულშემატკივროს:
„ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ 2017 წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ემყარებოდა ურთიერთ ინტერესის გათვალისწინებას ურთიერთსარგებლიანობას და ძალიან მჭიდრო ღრმა კონტაქტების გამყარებას. ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტიის ანუ ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც სულ ახლახანს, სექტემბერში დაფიქსირდა, როცა ამერიკის კონგრესში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ ერთხელ ადსტურებს და ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად ამერიკელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება რა თქმა უნდა ამ ურთიერთობების გაგრძელების მხარდამჭერი“, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






