,,ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს“ - პრეზიდენტი ეკონომიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს
პოლიტიკა - 23:18, 08 Nov, 2016     5925

საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ ქვეყანაშ შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე და ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით საქართველოში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, არასაკმარისი ტემპით ვითარდება და ეს ასახული იყო წინასაარჩევნო გამოკითხვებშიც სადაც მოსახლეობა მთავარ პრობლემად სწორედ უმუშევრობას და სიღარიბეს თვლიდა:

„ეკონომიკის ზრდის არასაკმარისი ტემპია, იმიტომ რომ ჩვენ ზრდა 2,6% გვაქვს დაგეგმილი 3%-ის ნაცვლად, არც 3% არაა საქართველოსნაირი ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი. ამავე ფონზე ჩვენ ვხედავთ რომ დასაქმება არის პრობლემა, ჩემი ყველა ნაცნობი ეძებს სამსახურს, ბევრი საზღვარგარეთ ეძებს, ლარის გაუფასურებამ არა მხოლოდ ბაზარზე იმოქმედა, არამედ დოვლათის შექმნაზე, რეალურად არ გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესი, ამ ვითარებაში მოსახლეობას ეს ყოველივე მძიმე ტვირთად დააწვა, ეს აისახა წინასაარჩევნმო გამოკითხვებში, საზოგადოებისთვის ძირითადი პრობლემები იყო უმუშევრობა, ეკონომიკა. ეს ეკონომიკური პარამეტრები ცალკე მოვლენაა, რეალური მოვლენაა, როგორ ვგრძნობთ ჩვენ თავს, სწორედ ესაა რეალური პოლიტიკური გარემო.

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელი არის მმართველი პარტია და მთავრობა, რომელსაც აქვს ამბიცია რომ ჰყავს ძლიერი ეკონომიკური გუნდი, აქედან გამომდინარე ჩვენ უახლოეს მომავალში უნდა დავინახოთ ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის ის რასაც რეალურად ითხოვს ხალხი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლიებებზე და არჩევის წესზე მნიშვნელოვანია“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით პრემიერის მიერ წარმოდგენილი ინიციატივები ეკონომიკასთან დაკავშირებით მისთვის მისაღებია და ის ელოდება, როდის მოხდება ამ ინიციატივების განხორციელება რეალობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42