პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ დაწყებულ დისკუსისა საქართველოს პრეზიდენტი გადაცემა „არჩევანში“ გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, როდესაც მსგავს ცვლილებაზე საუბარი იწყება და სახელმწიფო აპირებს ქართველი ხალხს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება ჩამოართვას, მათ ფუნდამენტურად უნდა აუხსნან რატომ კეთდება ეს და რისთვისაა საჭირო, ზედაპირული საუბარი მსგავს მსგავს მნიშვნელოვან თემაზე მარგველაშვილის შეფასებით პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს:
„მართლა უცნაური იყო, არჩევნების შედეგები არ იყო ბოლომდე გარკვეული , როდესაც დაიწყო საუბარი რომ კონსტიტუცია შესაცვლელია და პრობლემას წარმოადგენს პრეზიდენტის არჩევის პრაქტიკა, რომელიც ასეთი ბუნებრივია ქართული რეალობისთვის. კითხვის ნიშნები ისმევა იმასთან დაკავშირებით, რა აუცილებლობას წარმოადგენს ესა თუ ის ცვლილება. როდესაც ეს ტენდეცია და მოტივაცია გაჩნდა, რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს , უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, ბუნებრივად გამოჩნდა, რომ ამ იდეას არანაირი რეალური საფუძველი არ გაჩნია და არ არის კავშირში იმ გამოწვევებთან, რომელიც გააჩნია ქართულ საზოგადოებას, იმ საჭიროებებთან რომელიც ჩვენ წინაშე დგას და დღის წესრიგთან რომელიც ამომრჩეველმა დაუკვეთა, თუ ვინმე აზრიანად გამაგებინებს ამით რა პრობლემა წყდება, მიებმება ეს დასაქმებას, მიებმება ეს უფრო სამართლიან სასამართლოს, მიებმება ეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპაციის თემატიკას თუ ჯანდაცვას? რასთანაა ეს კავშირში? თუ არ იქნება თუნდაც იმ ტიპის დისკუსია, რაც ჩემსა და ქართულ ოცნებას შორის იყო, თუნდაც ვეტოების სახით, ეს ძალიან უარყოფით შთაბეჭდილებას დატოვებს ქართულ დემოკრატიაზე როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ. რეალურად გეგმა იყო რომ პრეზიდენტი არ იყოს არჩეული, ამასთან მარტივი პოზიცია გამაჩნია, ეს არის ქართველი ხალხის უფლება და სანამ შენ მათ ამ უფლებას ართმევ, კარგად უნდა აუხსნა რატომ აკეთებ, იმითი ვერ აუხსნი, რომ მარგველაშვილი არაა კარგი ადამიანი ან პოლიტიკოსი. უნდა აუხსნა ფუნდამენტურად. ამ ახსნის გარეშე ყველაფერი ეს ტოვებს ზედაპირული, პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას.“- განაცხადა გიორგი მარგველაშილმა. წამყვანის, გიორგი გაბუნიას კითხვაზე ეს მხოლოდ შთაბეჭდილებას ტოვებს თუ ნამდვილად ანგარიშსწორებაა მარგველაშვილმა განაცხადა რომ ის ამ შემთხვევაში თავშეკავებულად საუბრობს:
„მე თავშეკავებულად ვსაუბრობ ეს ჩემი სტილია.“- განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






