,,პოლიტკური ძალები და არასამთავრობოები შეთანხმებდნენ, რომ უნდა შეცვლილიყო საარჩევნო კოდექსი, და ჩვენ უნდა მიგვეღო პოლიტიკურ რეალობაზე მორგებული საარჩევნო სისტემა, ამ წამოწყებას არ დაესწრნენ და გაემიჯნენ კოალიციაში შემავალი პარტიებიც, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის დაპირებას წარმოადგენა უკეთესი საარჩევნო სისტემის შექმნა. ამ დროს ნორმად ითვლებოდა პრეზიდენტის წამოწყებაზე არ დასწრება. ამის შედეგად ჩვენ ერთი წლის განმავლობაში, სანამ შესაძლებელი იყო გვემოქმედა, ჩემს გამოსვლებში მე მოვუწოდებდი სისტემის შეცვლისკენ და მაჟორიტარული სისტემის მაგივრად დაგვეფუძნებინა ახალი სხვა ტიპის სისტრემა, ეს სამწუხაროდ არ მოხდა. ეს იყო სწორი ნაბიჯი და თუ ჩვენ უნდა მიგვეღწია მარავალპარტიული პარლამენტისთვის, მაშინ საარჩევნო სისტემაც უნდ შეგვეცვალა, იმედია 2020 წლისთვის ჩვენ გადავალთ მრავალპარტიულზე, მაგრამ არგუმენტი თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო 2016, საერთოდ არ ისმოდა. ფაქტია, რომ ეს არ შედგა. გამოჩნდა ის, რომ ტენდენცია მმართვლ გუნდში იმისა, რომ მრავალპარტიულ სისტემას ხელი შეუწყოს არის სუსტი, ეს მაჟორიტარული სისტემის შეცვლა იყო ორიენტირებული იმაზე, რომ პარტიებზე ორიენტირებული სისტემა მიგვეღო. ქვეყანა, რომელიც დემოკრატიას ავითარებს და გაააჩნია მიზნები და ეს თუ არ იწყება კანონდმებლბის შეცვლით, ვიღებთ იმას, რაც მივიღეთ“ -განაცხადა მარგველაშვილმა.
რამდენად მოსალოდნელია, რომ მმართველმა პარტიამ ახალ პარლამენტში მოახდინოს მაჟორიტარული სისტემი გაუქმება, როცა უმრავლესობა მაჟორიტაები არიან, პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ამის იმედს ქართული საზოგადოების აქტივობა აძლევს.
,,ჩვენ ამ პროცესში არ უნდა გავჩერდთ. ფაქტიურად მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი პოლიტიკური ძალის წამრომდგენლები შედიან სრული უმრავლეოსბით. ეს ხომ ბუნებრივი დაფიქრების საშუალებას იძლევა, რატომ ხდება ასე?
მე ვარ დარწმუნებული, რომ 2017-შიც და მომავალშიც გადავდგამ აქტიურ ნაბიჯებს ამის შესასრულებლად და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო არ ვიქნები ამ სქმეში“ - აცხადებს პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






