,,ვისთვისაც ორივე ძალა მიუღებელი იყო, მათი ხმები დაიკარა, ჩემი ხმაც...“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 22:23, 08 Nov, 2016     3858
მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებებს, საქართველო პრეზიდენტის გიორგი მაგველაშვილი ტემპერატურის აწევის მცდელობად აფასებს, პრეზიდენტის თქმით ოცნების მსგავსად მსგავსი მეთოდებით ცდილობდა ტემპერატურის აწევას „ნაციონალური მოძრაობაც“ და მათ ამ ქმედებებით საარჩევნო ველის პრივიატიზება მოახდინეს და გაუცხოება მოხდა იმ ამომრჩევლების, რომლებისთვისაც ორივე ძალა მიუღებელი იყო და მათი ხმები დაიკარგა. მარგველაშვილის თქმით დაიკარგა მისი ხმაც, რადგან არჩევნებზე ხმა მან მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა. აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.

„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რატომაც ჩვენ ვერ მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი, რა თქმა უნდა, იყო ქართული ოცნების მხრიდან ტემპერატურის აწევის ტენდენცია და კამპანია, მაგრამ ამავე დროს იგივენაირად ნაციონალური მოძრაობაც, როგორც პოლუსური ძალა , ასევე წევდა კამპანიას. ჩვენ აქ დავინახეთ, რომ ენმ-ც ფაქტიურად იგივე რიტორიკაში იყო ჩართული, გვახსოვს სააკაშვილის განცხადებები უკრაინიდან ისეთ დონემდე ასული, რომ ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოდან წარმომადგენლების დაბარება და ნათლად დაფიქსირება, რომ ასეთი ჩარევა უკრიანიდან არის მიუღებელი. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ძალიან აქტიურად იყო ამ რიტორიკით შემოსული საარჩევნო ველზე, კონკრეტულად საუბარი იყო რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. მისი ჩამოსვლა კი ნიშნავდა იმას, რომ ვითარება უნდა გადასულიყო ექსტრემალურ პირობებში. ბუნებრივია, არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია და პრეზიდენტი, რომელიც ჩამოდის იმ ტერიტორიაზე რომელზეც ძებნილია და ჩამოდის არა იმისთვის, რომ დაიკითხოს, ეს ბუნებრივად კონფლიქტურია. ეს ძაბავს საარჩევნო ველს, მე მომიხდა იმის გაკეთება რაც არ მინდოდა , მომიხდა უკრაინულ მხარესთან ამის დაფიქსირება. ამ ფონზე ოპოზიცია, რომელიც ბევრად უფრო ტანმორჩილი პარტიებით იყო წარმოდგენილი, მათ ვერ გაიაზრეს, რომ ეს ორი დიდი სტრუქტურა ოცნება და ენმ მოახდენდნენ ველის პრივატიზებას. არ მოხდა ოპოზიციის გაერთიანება, მესამე ძალის შექმნა. მოხდა, ის რაც მოხდა, ნაწილი ამომრჩეველი გაუცხოვდა საარჩევნო პროცესთან, რადგან შეურიგებელი იყო ამ ორ ძალასთან, მათი ხმები დაიკარგა მათ შორის შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ჩემი ხმაც დაიკარგა, მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42