უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებას, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე გამოეხმაურა.
„პრეზიდენტმა პოროშენკომ კარგად იცის, რომ მე საქართველოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია და სურვილი რომ მქონოდა, ამას ვერ შევძლებდი, რადგან მე ურაინის მოქალაქე ვარ. ვინ, ვინ და მან ზუსტად იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან კორექტული არ არის. ჩემი წარმოშობით აპელირება ძალიან ჰგავს ავაკოვის და მსგავსი ფიგურების მეთოდებს, ვისურვებდი, პრეზიდენტი ამ რიტორიკაზე მაღლა იდგეს.
უკრაინაში, დაახლოებით მაშინ ჩამოვედი, როდესაც ჩემი თანაუნივერსიტეტელი პეტრო პოროშენკო, ის მოლდოვიდან არის, მე საქართველიდან და რა თქმა უნდა მადლობელი ვარ მისი, უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის. ასე რომ ყველას მოუწევს შეგუება იმისა, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და გამარჯვებას ან მარცხს არა საქართველოში, არამედ უკრაინაში ვიწვნევ.
სააკაშვილის თქმით, ის თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 6 თვის წინ აპირებდა, მაგრამ რეფორმების სანაცვლოდ პოროშენკომ პოსტზე დარჩენაში დაარწმუნა.
„თუმცა ამ ჯერზე, დანაპირებში ვერ დავრწმუნდი, ქართული არჩევნები აქ არაფერ შუაშია.
P.S.
სასაცილოა დააკვირდე, როგორ აკისრებენ ერთმანეთს პასუხისმგებლობას პრეზიდენტის ადმინისტრაცია და კამბინი ჩემს გათავისუფლებაზე - ეს კიდევ ერთი დასტურია ქვეყანაშია არსებული ქაოსისა"- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში სააკაშვილის შესაძლო გადასვლას ის მშვიდად ხვდება და ამას „საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის სურვილით“ ხსნის.
პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ თავის დროზე უკრაინამ რეფორმების გასატარებლად პოლიტიკური მოღვაწეები მიიწვია, მათ შორის საქართველოდან, რომლებიც მთავრობაში მუშაობას დღესაც განაგრძობენ. პოროშენკომ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგულავა დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები






