"ან ენმ გადაეწყობა ამომრჩევლის ნების გამომხატველ სახალხო მოძრაობად, ან ჩამოშორდება ივანიშვილთან ბრძოლას"
პოლიტიკა - 16:08, 08 Nov, 2016     4758

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიის მომავალთან დაკავშირებით ფეისბუკპოსტს აქვეყნებს. თაქთაქიშვილის შეფასებით ახლა არჩევანი დგას ასე, ან ენმ გადაეწყობა ჯერ საკუთარი ამომრჩევლის და მერე ხალხის ნების გამომხატველ სახალხო მოძრაობად, ან ის უბრალოდ ჩამოშორდება ივანიშვილთან ბრძოლას.


„რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ 2016 წლის არჩევნებიდან?
ეს 2012 წელთან შედეგარებით გაცილებით უარესი რეალობაა.

შეიძლება ვინმეს მოსწონდეს ერთიანი ნაცნიონალური მოძრაობა ან არა, მაგრამ 2012-2016 წლებში ივანიშვილის მმართველობას ყავდა ძლიერი საპარლამენტო ოპონენტი ენმ-ს სახით, რომელიც დაჭერების, დარბევების, ფიზიკური ანგარიშსწორების მიუხედავად, ვერ დაიმორჩილა. ჩვენ გვქონდა 2 ბერკეტი: არ გავატანინეთ არცერთი მავნებლური საკონსტიტუციო ცვლილება, ჩვენ გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

სად ვართ ახლა? ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციას არცერთი ეს ბერკეტი აღარ გააჩნია: არ გვყავს იმდენი დეპუტატი, რომ დავბლოკოთ კონსტიტუციაში ცვლილებები, არ გვყავს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო სარჩელი (წარდგინება ქვია) შევიტანოთ და რაც მთავარია, ივანიშვილმა გაანადგურა და დაიქვემდებარა საკონსტიტუციო სასამართლოც.
ამ ვითარებაში მხოლოდ საპარლამენტო დებატებში ოპონირება ან საერთაშორისო პარტნიორებთან დეპუტატის სტატუსით კომინიკაცია ვერ იქნება საკმარისი ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. და ეს რომ რეჟიმია, სუსის, პროკურატურის, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების სრული კონტროლით ხელში, ამაზე აღარავინ ვდაობთ.

დღეს ქვეყნისთვის მთავარი ორი ეგზისტენციალური გამოწვევაა: 1. ნატოს და ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების საპირწონედ საქართველოსთვის მზე ისევ ჩრდილოეთიდან არ ამოვიდეს ბნელ ღირებულებებზე აპელირებით. 2. არ ჩამოერთვას ხალხს საკუთარი ნების არჩევნებზე გამოხატვის და ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობა. 2016 წელს უკვე დანამდვილებით იცის ყველამ, რომ ივანიშვილს საქართველო რუსეთში შეყავს და რომ ის არ მოერიდება არავითარ გაყალბებას და ტერორს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ივანიშვილი არის საფრთხე როგორც ეროვნული სუვერენიტეტის, ისე თითოეული ადამიანის თავისუფლებისთვის!

ამ ვითარებაში მთავარი პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად - ივანიშვილის დასამარცხებლად ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რაც წინა 4 წლის განმავლობაში ვერ შევძელით, ვიქცეთ ივანიშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო საპროტესტო მუხტის მთავარ გამომხატველად და მამოძრავებელ ძალად.

ჩვენი ოპონენტებიც კი თანხმდებიან იმაში, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთ ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი წინააღმდეგობის ბირთვი ქვეყანაში არ არსებობს. არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ცალ-ცალკე ან თუნდაც ყველას ერთად აღებულს, უკან ედგეს ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერებზე უფრო მეტი უშიშარი, უანგარო, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.

იმისთვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისევ იქცეს სახალხო მოძრაობად, ჩემი აზრით, საჭიროა 2 რამ: 1. გამოვასწოროთ საკუთარი შეცდომა და მეტად მოვუსმენოთ და რაც მთავარია, დ ა ვ უ ჯ ე რ ო თ ჩვენივე მხარდამჭერებს. ვესაუბროთ არა მარტო უცხოელ პარტნიორებს და სხვადასხვა ტიპის ელიტებს, არამედ ჩვეულებრივ ხალხს, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს და ისევ მოვიპოვოთ მათი ნდობა. 2. უანგარო, მებრძოლ, იდეალისტ მხარდამჭერებს, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებს და მათ ადვოკატებს, მათ ვისაც ჩვენზე უკეთ და გასაგებად შეუძლია ცალკეული პრობლემის დანახვა და აქტუალიზაცია, მათ მივცეთ გასაქანი ამ ბრძოლაში, დავეხმაროთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ მათ, რომ ჩვენთან ერთად ისინიც წინ გაუძღვნენ ამ ბრძოლას.

და კიდევ ერთი: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში შეუძლებელია ვინმე ვინმეზე მაღლა იდგეს ან გვქონდეს ისეთი დამოკიდებულება, რომ აი, მე პოლიტსაბჭოს წევრი, თუ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატი ან პარლამენტის წევრი ვარ და ამიტომ შენზე უკეთ ვიცი, რას გავაკეთებ. ასეთი დამოკიდებულება დამღუპველია! რაც უფრო მალე შევცვლით ამას ყველა ჩვენს საკუთარ თავში, მით უფრო გაგვიადვილდება ბრძოლაც და ადამიანების ნდობის მოპოვებაც.

ახლა არჩევანი დგას ასე: ან ენმ გადაეწყობა ჯერ საკუთარი ამომრჩევლის და მერე ხალხის ნების გამომხატველ სახალხო მოძრაობად, ან ის უბრალოდ ჩამოშორდება ივანიშვილთან ბრძოლას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ენმ მოინდომებს ამას თუ არა, საზოგადოებაში აუცილებლად, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ გამოჩნდებიან პასუხისმგებლობიანი, უშიშარი ადამიანები, ვინც აუცილებლად დაუპირსპირდებიან ივანიშვილის რეჟიმს. ოღონდ ეს იქნება გაცილებით უფრო ნელი, პროცესი და შესაძლოა საზოგადოების თვითორგანიზებას გამოკვეთილი მამოძრავებელი ბირთვის არარსებობის პირობებში წლები დასჭირდეს. ივანიშვილს კი სწორედ ის სურს, რომ გაანადგუროს ყველაზე ძლიერი ბირთვი და მამოძრავებელი ძალა ამ ბრძოლაში.

გთხოვთ,ცოტა დრო დავუთმოთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. იქნებ მე რამე მეშლება? იქნებ არსებობს რამე სხვა გამოსავალიც ამ სიტუაციაში?

ძალა ერთობაშია! და ამ ბრძოლაში ყველანი თანასწორი ვართ!“- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42