"არანაირი წყენა და პირადი ფაქტორები არ არსებობს"- უმრავლესობა მანანა კობახიძის გადაწყვეტილების მოლოდინში
პოლიტიკა - 11:33, 08 Nov, 2016     4671
"ქართული ოცნების" ახალი სახე არჩილ თალაკვაძე, აცხადებს, რომ მანანა კობახიძე არ არის ის ადამიანი, ვინც წყენაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას.
თალაკვაძის განცხადებით, არანაირი წყენა და პირადი ფაქტორები არ არსებობს.

„ქალბატონი მანანა ძალიან გამოცდილი ადამიანია. მას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება აქვს. ქალბატონი მანანა არ არის ის ადამიანი, ვინც წყენაზე დაყრდნობით იღებს რაიმე გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი ექნება მას თანამდებობრივი კუთხით მე-9 მოწვევის პარლამენტში. როგორც კი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საზოგადოებას ამცნობს. მე არ ვადასტურებ, რომ არსებობს რაიმე ტიპის წყენა, რაიმე ტიპის პირადი ფაქტორები, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა და ამ არჩევნებში გამარჯვება, რა თქმა უნდა, იყო ყველა ჩვენგანის პირადი მოტივაცია. დღეს ეს არის უკვე გუნდური პასუხისმგებლობა და გუნდური მოტივაცია, ამიტომ გამოვრიცხავ, რომ პირადი ფაქტორებით მოხდეს მომავალში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაზე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მანანა კობახიძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის, აღნიშნულ კომიტეტს შესაძლოა სოფო კილაძემ ან გედევან ფოფხაძემ უხელმძღვანელოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42