ლევან იზორიამ 100 დღის ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 20:11, 07 Nov, 2016     1299
„ერთი გუნდით, ერთი სტრატეგიით საერთო მიზნისკენ - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ - ლევან იზორიამ საზოგადოებას 100 დღის ანგარიში წარუდგინა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალმა მმართველმა გუნდმა უმთავრეს პრიორიტეტად თავდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება დასახა, რომლის მიზანი ძლიერი და ეფექტიანი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯანსაღი სტრუქტურის ფორმირებაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ საზოგადოებას თავდაცვის უწყებაში საქმიანობის 100 დღის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. ლევან იზორიამ დეტალურად ისაუბრა უწყებაში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ ერთი გუნდითა და სტრატეგიით გაგრძელდება ბრძოლა მთავარი მიზნის - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 100 დღის საქმიანობის ანგარიშს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გენერალური შტაბის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა შერჩევის საბჭოების განახლებულ დებულებაზე, სამოქალაქო ოფისის რეორგანიზაციაზე, სამხედრო წვრთნებზე, ნატოსთან ურთიერთობასა და მაღალი დონის საერთაშორისო თანამშორმლობასა თუ ვიზიტებზე, ასევე ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში. ლევან იზორიამ საზოგადოებას დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში პირველი სწავლებაა, რომელიც ალიანსის არაწევრ, პარტნიორ ქვეყანაში 10 ნოემბრიდან გაიმართება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკაზე და სამხედროებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ლევან იზორიას განცხადებით, უწყებაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დისციპლინას და ამ მიზნით, უახლოეს მომავალში ეთიკის კოდექსი ამოქმედდება.

თავდაცვის მინისტრმა დაგეგმილი ოპტიმიზაციის დეტალებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ცვლილებები იგეგმება გენერალურ შტაბში, სახმელეთო ჯარების სარდლობებში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში. ოპტიმიზაცია შეეხება საშტაბო-წოდებრივი კატეგორიების საკითხსაც. სამხედრო პოლიციაში დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში კი, საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო და პოლიციური ფუნქციები გაიმიჯნება.

ლევან იზორიამ საკუთარ გამოსვლაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო საბრძოლო მზადყოფნის თემას, რეზერვის სისტემას და ყურადღება სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხზე გაამახვილა. მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში წვევამდელების სისტემა აღდგება, თუმცა, წვევამდელები ახალი სისტემის პირობებში იმსახურებენ, მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ, სიმბოლური ანაზღაურებაც გაცილებით მეტი ექნებათ და საბრძოლო მომზადების კურსებსაც გაივლიან.

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას თავდაცვის სისტემის სტრატეგიული განვითარების მიმართულებები გააცნო და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შესახებ ესაუბრა, რომელიც წლის ბოლოს უკვე მზად იქნება და ხელს შეუწყობს საქართველოს მზადყოფნის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას. ასევე, გამოქვეყნდება „მინისტრის ხედვის“ ორწლიანი დოკუმენტიც.

„თავდაცვის მინისტრმა ძალიან საინტერესო ანგარიში და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. მნიშვნელოვანი გეგმებია თავდაცვის სისტემის რეფორმირების კუთხით, რათა სისტემა ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის განხორციელებასაც ჩვენ უკვე ვიწყებთ და ამ მიმართულებით აუცილებელია მთავრობის კონსოლიდაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა და მინისტრს სრული მხარდაჭერა აქვს უმაღლესი დონიდან“, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის ანგარიში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42