ტრამპი თუ კლინტონი - ,,ეს აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი და რთული არჩევნებია“
პოლიტიკა - 18:47, 07 Nov, 2016     4433
8 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. აშშ რიგით 45-ე პრეზიდენტს აირჩევს და ეს არჩევანი უმნიშვნელოვანესი იქნება მსოფლიო პოლიტიკისთვის.


ერთმანეთს მემარჯვენე კონსერვატორი რესპუბლიკელები და მემარცხენე ლიბერალი დემოკრატები უპირისპირდებიან.

ეს არჩევნები რომ ძალიან უჩვეულოა თავად ამერიკელებისთვის, ეს ტრამპის კანდიდატის გამარჯვების შემდეგ ცხადად გამოჩნდა. თუმცა ისიც საინტერესო, რას გადაწყვეტს აშშ-ს მოსახლეობა, აირჩვეს თუ არა პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალს ჰილარი კლინტონის სახით?

რატომ არის უჩვეულო ეს არჩევნები აშშ-ს ისტორიაში, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს და რას უნდა ელოდოს საქართველო მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ამის შესახებ ,,ნიუპოსტი“ დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე საქმიანობდა საერთაშორისო ამერიკულ ორგანიზაციაში და თვალყურს ადევნებდა აშშ-ს საარჩევნო პროცესებს.

_პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე, უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ იქ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები არ არის. არსებობს სისტემა რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ იყო ჩამოყალიბებული რომელიც ეფუძნება electorall college ანუ ხალხი არ ირჩვევს პრეზიდენტს, ყველა შტატი ირჩევს დელეგატებს, რომლის შენდეგაც ირჩვენ პრეზიდენტს. ეს იყო გაკეთებული იმის გამო, რომ ქვეყანა არის ძალიან დიდი და პირდაპირი არჩევნების შემთხვევაში აშშ-ში დიდი შანსი და რისკი იყო იმისა, რომ გარკვეული შტატების იგნორირება მოხდებოდა, მაგალითად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ოკეანესთან ანუ აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში - აქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ცენტრალურ ნაწილში. ეს აბსოლიტურად ბუნებრივი არის და პირდაპირი არჩევნების დროს ძალიან დიდი რისკი არის, რომ ესეთ დიდ ქვეყანაში პარტიები კონცენტრაციას გააკეთებდნენ იქ, სადაც ბევრი ამომრჩველი ცხოვრობს, სადაც დახარჯული ფული საარჩევნო კამპანიაზე ბუნებრივია, ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე მაგალითად ტეხასში, სადაც ბევრად ნაკლები ცხოვრობს, ვიდრე ოკეანესთან.

ეს არჩვენები, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე not predictable, ანუ ძნელად გასათვლელია, რით დამთავრდება, რადგან ამას აქვს დიდი მიზეზი: პირველი მიზეზი არის ის, რომ ყველანაირი კვლევა, რომელიც ტარდება ბუნებრივია ეფუძვნება ამომრჩვლების პოზიციას პირდაპირ არჩვენებთან დაკავშირებით, ანუ საერთო სურათს ხატავს და ნაკლები კვლევები ტარდება შტატების მიხედვით და ზუსტად შტატების მიხედვით გადაწყდება, ვინ იქნება პრეზიდენტი. ამიტომ იმ კვლევებს, რომელიც ეხლა ტარდება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ბოლომდე რეალობას არ ასახავს, რადგან საინტერესო არის შტატების მიხედვით. თითო შტატს ექნება თავისი მნიშვნელოვანი როლი ამ არჩვენებში.

ეს არჩვენები იქნება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ერთ-ერთი არაპროგნოზირებადი არჩვენები და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს როგორც მე ვთქვი, პირველი არის ის რომ დიდი რაოდენობა ხალხის, დაახლოებით 10%, უარს ამბობს დაასახელოს კონკრეტული კანდიდატი და ამბობს, რომ არვიცი ან ჯერ არ გადამიწყვეტია. ორივე ბანაკში - რესპუბლიკელებშიც და დემოკრატებშიც, საარჩვენო კამპანიის მენეჯერები აღიარებენ იმას, რომ ნაწილი იმ ხალხისა, რომელიც მალავს თავის არჩევანს, შეიძლება იყოს ტრამპის ამომრჩველი. ტრამპი ატარებს ძალიან რადიკალურ საარჩევნო კამპანიას და ბუნებრივია, რომ საზოგადოებისთვის გარკვეული ნაწილისთვის არ არის მისაღები ეს რადიკალური კამპანია. ეს ერთი მიზეზია თუ რატომ შეიძლება ამ შედეგით დამთავრდეს ეს არჩვენები.

მეორე მიზეზს რაც შეეხება, მე პირადად, დიდი ხანია ამერიკაში არ მინახავს ასეთი რთული საარჩევნო კამპანია. ძალიან დიდი კომპრომატი იყო დადებული, და სიმართლე, რომ გითხრათ ნებისმიერი სხვა კანდიდატი რომ ყოფილიყო და არა ტრამპი, ამის მეათედს სკანდალურს ვერ აიტანდა, რომელიც აიტანა ტრამპმა და არ ჩაძირა და იბრძვის ახლაც. საზოგადოებამ მას აპატია კონფლიქტი ქალებთან, აპატია კონფლიქტი ამერიკელ მუსლიმებთან, აპატია ძალიან ბევრი უაზრო გამოხტომა საარჩვენო კამპანიისას.

_როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ეგეთი მე მახსოვს, სულ ორი პრეცედენტი აშშ-ში - ერთი ეხებოდა რონალდ რეიგანს და მეორე შვარცნეიგერს. ანუ ტრამპი არ არის წარმომადგენელი პოლიტიკური ელიტის, ის მოსული არის ბიზნესიდან და როგორც შვარცნეიგერის და რეიგანის შემთხვევაში, რომლებიც მსახიობები მოვიდნენ პოლიტიკაში, როგორც სჩანს ასეთ ახალ პოლიტიკოსებს ამერიკული საზოგადოება უფრო მეტს პატიობს, ვიდრე ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსებს. მაგალითად არც კლინტონს არც ობამას, არც ნიქსონს იმის მეათედს არ აპატიებდნენ, რაც აპატიეს ტრამპს. ნებისმიერი ამერიკელი პოლიტკონსულტანტი გეტყოდათ, რომ ქალებთან დაპირისპირება ნებისმიერ სხვა პოლიტიკოს დამარხავდა და ტრამპი ამ სკანდალს გადაყრჩა და იბრძვის.

ხვალ იქნება ძალიან მნისვნელოვანი არჩევნები ამერიკის ისტორიისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის არის ეს არჩვენები იმიტომ, რომ ორი ბანაკი ელოდება გამარჯვებას.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამი შტატის პოზიციები, ესენია ფლორიდა, ოჰაიო და აიოვა. თუ ტრამპმა წააგო ამ შტატებიდან ერთ-ერთი მაინც, ჩათვალეთ, რომ მას წაგებული აქვს. ესენი მისთვის კრიტიკული წერტილებია დელეგატების რაოდენობიდან გამომდინარე.

_როგორც მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ყურადღების ცენტრშია. ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რას შეიძლება ველოდოთ?

_რაც შეეხება ჩვენთვის, საქართველოსთვის. მნიშვნელოვანი არის , რომ გავმიჯნოთ შიდა და საგარეო პოლიტიკა. შიდა პოლიტიკის კუთხით თუ გაიმარჯვა კლინტონმა, აშშ-ში გარძელდება ის გზა, რაც იყო არჩეული ობამას მიერ, რა გზასაც ადგა ბილ კლინტონი როგორც მართავდა ქვეყანას რვა წლის განმავლობაში ობამა, ძირითადი მესიჯები და პოსტულატები დარჩა იგივე. ჯანდაცვის თემა ე.წ (obama care), ანუ შიდა პოლიტიკაში ჰილარი მიყვება ბევრ ტენდენციას, რომელიც იყო ობამას პრეზიდენტობის დროს დანერგილი.

ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში შიდა პოლიტიკა იქნება თავდაყირა დაყენებული ან უდიდი ვარაუდით ის გაააუქმებს ყველა იმას, რაც აქამდე იყო დანერგილი და აკეთებდა ობამა, ძალიან ბევრ რამეს შეცვლის შიდა პოლიტიკაში, დაწყებული იმიგრაციით და დამთავრებული ჯანდაცვით.

მეორე მხრივ, საინტერესო იქნება ასევე ის, რომ ჰილარის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში იქნება პოლიტიკური ელიტა, რომელიც დიდიხანია არის ხელისუფლებაში რომელიც ყველასთვის ცნობილი არის, ჩინოვნიკები იგივე სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ადამიანები და დარჩება ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც იყო უკვე დიდი ხნის განმავლობაში და ყველასთვის არის ნაცნობი.

ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო თუ სხვადასხვა დეპარტამენტებში მოვა აბსოლუტურად ახალი ხალხი, რომელიც არ იქნება უმრავლეს შემთხვევაში რესპუბლიკელების პილიტიკური ელიტა, ამას ექნება პლიუსებიც და მინუსებიც. ახალ ადამიანებს არ ექნება ის სტიგმები და ჩამოყალიბებული პოზიციები, რომელიც ახასიათებს დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე ჩინოვნიკებს, მაგრამ არ ექნებათ იმ ჩინოვნიკების გამოცდილება. ამას აქვს მინუსიც და პლიუსიც და დრო გვიჩვენებს ყველაფერს. ახალი უფრო ღია იქნება, რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ გამიცდიელება ექნება ნაკლები.

_რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას?

_ტრამპი თუ მოვიდა ხელისუფლებაში, ჯორჯ ბუშისა და ობამას მსგავსად, ის აუცილებლად ეცდება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. ის ამის დეკლარირებას ახდენს. ეცდება მოელაპარაკოს პუტინს და გარკვეული დრო, დაახლოებით რვა თვიდან ერთ წელიწადამდე, მინიმუმ, ტრამპი დახარჯავს ამ დროს საგარეო პოლიტიკაში, რომ ეს ურთიერთობა დაალაგოს, მაგრამ ის ვერ დაალაგებს, როგორც ვერ დაალაგა ბუშმა, და ვერ დაალაგა ობამამ, მაგრამ ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოდის, აქვს განცდა, რომ ისინი პუტინს ვერ მოელაკარაკნენ სუბიექტური მიზეზების გამო ანუ მისმა წინამორბედმა ვერ გამოძებნა საერთო ენა პუტინთან. არადა ამას აქვს ობიექტური მიზეზები, რადგან პუტინთან ვერ დაალაგებ ურთიერთობას. რაღაც შეთანხმებას რომ მიაღწიო ორივე მხარე უნდა იყოს თანახმა. პუტინი არ მიდის ამაზე, მას აქვს სრულიად სხვა ფასეულობები. ჰილარის შემთხვევაში ასეთ მცდელობას არ იქნება ადგილი, რადგან ჰილარის, როგორც სახელმწიფო მდივანს აქვს გავლილი ეს პერიოდი. აქედან გამომდინარე, ის არ დაკარგავს დაახლოებით ერთ წელიწადს და პირდაპირ დაიკავებს ძალიან ხისტ პოზიციას რუსეთთან მიმართებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42