- ყველაზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი მეორე მოწვევის პარლამენტში იყო წარმოდგენილი (1992 - 1995 წლები), როდესაც საარჩევნო ბარიერი 24-მა პარტიამ გადალახა.
- დეპუტატების რაოდენობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო უზენაესი საბჭო 247 წევრის შემადგენლობით.
- საარჩევნო ბარიერის ყველაზე დაბალ ზღვარს წარმოადგენდა 2 %, ყველაზე მაღალს - 7 %.
- მხოლოდ ორი საარჩევნო სუბიექტი იყო წარმოდგენილი მერვე მოწვევის პარლამენტში (2012-2016 წლები), თუმცა ბლოკი ქართული ოცნება ექვს პარტიას აერთიანებდა.
- 1990 წლიდან მერვე მოწვევის პარლამენტის ჩათვლით საკანონდებლო ორგანოს ჰყავდა 1216 წევრი,
- ყველაზე მეტი მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ: აკაკი ბობოხიძე (6 მოწვევის პარლამენტის წევრი) და გიორგი ბარამიძე (5 მოწვევის პარლამენტის წევრი)
საარჩევნო ბარიერის ცვლილება ცხრა მოწვევის პარლამენტში:

პარლამენტის შემადგენლობის რაოდენობათა ცვლილება ცხრა მოწვევის პარლამენტში

პოლიტიკოსები, რომელიც ყველაზე ხშირად იყვნენ პარლამენტის წევრები(1990 - 2016 წლების მაჩვენებელი)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო დაინტერესდა რომელ პოლიტიკურ ძალას
წარმოადგენდნენ ზემოხსენებული პარლამენტის წევრები მათ მიერ საპარლამენტო მანდატების მოპოვებისას.
აკაკი ბობოხიძე:
სხვადასხვა პერიოდში პარლამენტში წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკურ
პარტიას, საარჩევნო ბლოკს “სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”, და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს”. ასევე იყო ხობისა და წყალტუბოს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი.
გიორგი ბარამიძე:
სხვადასხვა პერიოდში წარმოადგენდა მწვანეების პარტიას, საქართველოს
მოქალაქეთა კავშირს (სმკ), საარჩევნო ბლოკს “ბურჯანაძე - დემოკრატები”, ერთიანი ნაციონალური მოძრაობას - „მეტი სარგებელი ხალხს“. ასევე იყო დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი.
სანიკიძე გუბაზი:
პარლამენტში წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს “საქართველოს აღორძინება”,
გაერთიანებულ ოპოზიციას (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები), საარჩევნო ბლოკს “ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” (პარტია ეროვნული ფორუმი, 2016 წელს დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა). ასევე იყო ამბროლაურის და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი.
აბაშიძე ასლან:
სხვადასხვა პერიოდში პარლამენტში წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”, ბლოკს ,,მშვიდობა”, სრულიად საქართველოს აღორძინების
კავშირს და საარჩევნო ბლოკს “საქართველოს აღორძინება”
ბუკია გოდერძი:
პარლამენტში წარმოადგენდა ბლოკს “ახალი საქართველოსთვის”, „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის” (2015 წელს დატოვა საპარლამენტო უმცირესობა და გაერთიანდა საპარლამენტო უმრავლესობაში). ორჯერ იყო ხობის მაჟორიტარი.
დავითაშვილი კობა:
სხვადასხვა პერიოდში პარლამენტში წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ), საარჩევნო ბლოკს “სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა”, გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები), საარჩვენო ბლოკს ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” (2013 წელს დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და გახდა დამოუკიდებელი დეპუტატი). ასევე იყო გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი.
ლიპარტელიანი გოგი:
სხვადასხვა პერიოდში პარლამენტში წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს: “ახალი
საქართველოსთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს” (2012 წელს დატოვა საპარლამენტო უმცირესობა). ასევე ორჯერ იყო ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი და კრწანისის მაჟორიტარი.
ფაცაცია გერმანე:
პარლამენტში წარმოადგენდა პირველი მოწვევის პარლამენტში წარმოადგენდა საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს. აგრეთვე
იყო აფხაზეთის მაჟორიტარი დეპუტატი.
შაიშმელაშვილი გიორგი:
სხვადასხვა პერიოდში პარლამენტში წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”, ბლოკს “ერთობა”, ბლოკს, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ).
შენგელაია ელდარ:
ოთხივე შემთხვევაში წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირს (სმკ)
როგორც მაჟორიტარი, ისე პარტიული სიით.
მასალის გამოყენების პირობები






