მერაბ მალანიამ ნიუ დელიში კატასტროფების რისკების შემცირების აზიის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 18:18, 07 Nov, 2016     764

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია ინდოეთში, ქალაქ ნიუ დელიში, ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიწვევით, კატასტროფების რისკების შემცირების აზიის მინისტერიალს დაესწრო, რომელშიც 44 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მინისტერიალის ფარგლებში, მერაბ მალანია სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მთავრობის სახელით, სენდაის ჩარჩო-ხელშეკრულებით განსაზღვრული პრიორიტეტებისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა. მინისტრის მოადგილემ, ასევე, საქართველოს მიერ სენდაის ჩარჩო-ხელშეკრულების ფორმატში მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს რეაგირებაზე ორიენტირებული მიდგომები ჩაანაცვლოს პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომებით, ვინაიდან ღრმად გვწამს, რომ სწორედ პრევენცია და საფრთხეების თავიდან აცილების მექანიზმების დანერგვა უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ქვეყნის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას. მიმდინარე წელს გამოვედით უწყებათშორისი ინიციატივით, რომლის რეალიზებაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ადრეული შეტყობინების საერთო, ინტეგრირებული პლატფორმის შექმნას. ამ მიზნით, შსს-ში შეიქმნება უწყებათშორისი ინფორმაციის ინტეგრირებული ბაზა, რაც საშუალებას მოგვცემს, დროის რეალურ რეჟიმში მივიღოთ და გავაანალიზოთ შესაბამისი უწყებებიდან შემოსული ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოვახდინოთ რეაგირება. მოგეხსენებათ, მოსახლეობის დროული ინფორმირება და კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის შესამცირებლად“,- განაცხადა მერაბ მალანიამ.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძოძუაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42