"სასარგებლო ინსტრუმენტი" ივანიშვილი და ამერიკაში გარდასახული უსუფაშვილი - რა კითხვები აქვს ბერძენიშვილს
პოლიტიკა - 16:26, 07 Nov, 2016     12334
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რესპუბლიკელებში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილის პარტიიდან წასვლა მის ამერიკაში ვიზიტამდე არც კი განიხილებოდა. ბერძენიშვილის თქმით, შესაძლოა უსუფაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა თინათინ ხიდაშელმა მოახდინა. ბერძენიშვილის თქმით, ხიდაშელისა და უსუფაშვილის პოლიტიკური ხაზი ერთმანეთს ემთხვეოდა და ისინი ბიძინა ივანიშვილთან უფრო ზომიერი ურთიერთობის მომხრე იყვნენ:

„როდესაც თავისუფალ დემოკრატებს ლიდერები ტოვებდნენ, მე მაშინ მშვიდი სახით ვიძახდი დამარცხებული "რესპუბლიკური პარტიიდან" ლიდერები არ გარბიან-თქო, მაშინ არ ველოდით და არც დათო უსუფაშვილი ელოდა. არსებობს კითხვები საზოგადოებაში და არსებობს კითხვები პარტიაში. ამერიკაში წასვლამდელი უსუფაშვილი იყო "რესპუბლიკურ" პარტიაში ინტეგრირების და სიახლეების მოსურნე და საჯაროდაც ამას ამბობდა, იქიდან დაბრუნდა და გამოგვიგზავნა წერილი, რომ ამჯობინა გაცლოდა. ამერიკაში თინა იყო მაშინ და მემგონი უფრო მნიშვნელოვანი დათოს და თინას შეხვედრა იყო და არა მაინცდამაინც ის რომ ეს ოკეანის გადაღმა მოხდა“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილმა ივანიშვილთან მისი ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ბიძინა ივანიშვილი სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენდა:

„ბიძინა ივანიშვილი იყო სასარგებლო ინსტრუმენტი, მიხეილ სააკაშვილის სახიფათო ავტორიტარული რეჟიმის დასაძლევად და მე მასთან თანამშრომლობას ვუყურებდი, როგორც ამ სასარგებლო ინსტრუმენტის გამოყენებას.“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, საინტერესოა, როგორ იშოვის დავით უსუფაშვილი მისი ახალი პოლიტიკური ძალისთვის ფინანსებს:

„დათო უსუფაშვილმა, ისევე როგორც მე და ვერც სხვა რესპუბლიკელმა ლიდერმა ვერ ვიშოვეთ საერთოდ ვერაფერი ფინანსების თვალსაზრისით ამ არჩევნებისთვის, როგორ იშოვის "რესპუბლიკელობისგან" გათავისუფლებული დათო უსუფაშვილი დიდ ფინანსებს ახალი პარტიის ასაწყობად ესეც საინტერესო იქნება. ბევრი კითხვის ნიშანი არის.“- განაცხადა ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42