„იტალია ნამდვილად შეგიძლიათ მოიაზროთ, როგორც ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროიტეგრაციისკენ და ნატოსკენ. ეს გზა ნაბიჯ-ნაბიჯ გაქვთ გასავლელი და გქონდეთ იტალიის მხრიდან თითოეული ნაბიჯის მხარდაჭერის იმედი. რა თქმა უნდა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გაგვაჩნია ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი.დღეს მე და პრემიერ-მინისტრმა ერთმანეთს ვუთხარით, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია იტალიაში ჩავატაროთ ბიზნესფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს ბიზნესწრეები, ისე იტალიის ბიზნესსექტორი, რაც კიდევ ერთი ბიძგი იქნება არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა. მოუთმენლად ველი პრემიერის ვიზიტს ახლო მომავალში”, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დღესვე ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს: „იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმს“ და „იტალიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას“. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები






