უარი დეპუტატის მანდატს - იბრძოლებს თუ არა რულოვსი ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის
პოლიტიკა - 20:46, 07 Nov, 2016     3015

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი და სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადებით, რულოვსმა ცენტრალურ სარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

როგორც ”ნიუპოსტს” ცესკო-ში განუცხადეს, რულოვსი დეპუტატობის შეჩერებას ითხოვს.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, მანდატზე უარის თქმით, სანდრა რულოვსის პოლიტიკური ცხოვრება არ მთავრდება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პირველი ლედი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

ფაქტმა კი შესაძლოა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო გააღრმავოს. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ენმ-ში ამ თანამდებობაზე პარტიის ორი ლიდერი მოიაზრება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ნაწილი თავმჯდომარის კანდიდატად სანდრა რულოვსის კანდიდატურას განიხილავს, მეორე ფრთამ კი დავით ბაქრაძე წარადგინა. როგორც არებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ საკითხზე პარტიის წევრთა შორის მოსაზრებები კვლავ ორად გაიყო.

ის ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ დროა პარტიას ოფიციალურად თავმჯდომარე ჰყავდეს, თვლის, რომ სანდრა რულოვსს პოლიტიკური გამოცდილება აკლია და არგუმენტად სამეგრელოში ჩატარებული ნაკლებად ეფექტურ წინასაარჩევნო კამპანია მოჰყავს.

ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე ამ საკითხს ხმაურის კი მოჰყვა.

დავით ბაქრაძის კანდიდატურის მომხრეების თქმით, პარტია ღიად უნდა გაემიჯნოს წარსულს და მოძრაობა რადიკალური პოლიტიკიდან, მოზომილ პოლიტიკაზე უნდა გადავიდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" მეორე ნაწილი ემიჯნება ამ პოზიციას. მათი აზრით თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური უნდა იყოს, თავმჯდომარედ კი მიხეილ სააკაშვილი უნდა იგულისხმებოდეს, რადგანაც მათი თქმით პოლიტიკურ დევნილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა ოფიციალურად დაიკავოს ეს პოსტი.

მათი თქმით, სწორედ სააკაშვილია პარტიის გამწევი ძალა. ამ ჯგუფის წევრთა შეფასებით, სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალის დასხმას ნიშნავს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ მოსაზრების ავტორები ახალი თავმჯდომარის არჩევას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ აღნიშნულ თანამდებობას სააკაშვილის მეუღლე და სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი დაიკავებს.

რა სცენარით განვითარდება მოვლენები "ნაციონალურ მოძრაობაში" - ამ საკითხზე პარტიაში ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. როგორც „ნიუპოსტს“ მოძრაობაში უთხრეს, ისინი ამ ეტაპზე პარტიული ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში არიან ჩართული.

მეტიც, მათი თქმით, პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევასა და დასახელებულ კანდიდატებზე მსჯელობას უარყოფენ. პარტიის ლიდერთა დიდი ნაწილს ამ საკითხებზე საუბარი არ სურს.

თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ სანდრა რულოვსს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდოდატურის წამოყენება ეკრძალება.

"ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარის თქმას ფიქრობდა. როგორც ჩანს მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და მას პირად გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ ყრილობისთვის მზადება დავიწყეთ, შესაბამისად, ამ საკითხს ყრილობა გადაწყვეტს. წინასწარ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ძნელია. ზოგადად ჰიპოტეტური განცხადებების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ორი რამ (მანდატზე უარის თქმა და პარტიის თვმჯდომარეობა) ერთმანეთთან კავშირში არ არის"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი წევრი დავით დარჩიაშვილიც აცხადებს, რომ თავმჯდომარის კანდოდატურებზე გუნდში საუბარი არ ყოფილა.

„არ ვიცი საიდან მოდის ეს ინფორმაციები. პოლიტსაბჭომ ერთადერთი რაზეც იმსჯელა ეს იყო არჩევნების შედეგების შეფასების საჭიროება. ყრილობის მოსამზადებელი ჯგუფის შექმნა და განცხადება. სხვა საკითხებზე პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია, ასე რომ თავისთვის ვინ რას განიხილავს ვერ გეტყვით. როცა ყრილობა მომზადდება, ალბათ თავმჯდომარის საკითხიც დადგება და წესდების მიხედვით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ამ ადგილზე თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს“- უთხრა „ნიუპოსტს“ დავით დარჩიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი თევდორაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის პირობებშიც მიხეილ სააკაშვილი პარტიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას მომავალშიც მიიღებს, რადგან მისი თქმით, ენმ და სააკაშვილი ერთი ორგანიზმია.

„თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ერთმანეთს დაემთხვა. დღეს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფორმალური ლიდერის ხელშია აღმოჩენილი, პარტიას აბსოლუტურად სხვა მოქნილობა სჭირდება. ეს ვითარება გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების აუცილებლობას ბადებს. ამიტომ თუ ჩვენ გვეყოლება თავმჯდომარე, რომელიც იქნება ადგილზე, ამით ხელი პარტიის რელევანტურობას შეეწყობა. აქვე მინდა ცალსახად და პირდაპირ ვთქვა, რომ გუნდის უპირობო ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. სხვა თავმჯდომარის პირობებში მიშა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პარტიის ფუნქციონირებაში. მე „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ორგანიზმად არ წარმომიდგენია“- აღნიშნა თევდორაძემ.

მისი თქმით, თუ სანდრა რულოვსი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდება ის მას მხარს დაუჭერს.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტსაბჭოზე კანდიდატურების შერჩევა არ ყოფილა. მინდა ვთქვა, რომ გუნდის შიგნით ბევრი ადამიანია, რომელიც ნამდვილად იქნებოდა შესაფერისი ამ თანამდებობისთვის. მათ შორის რა თქმა უნდა არის სანდრა რულოვსი, რომელიც ჩვენი გუნდის ორგანული ნაწილია, ის არამარტო მესამე პრეზიდენტის მეუღლე, არამედ ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, რაც ბოლო არჩევნებზეც დადასტურდა. თუ სანდრას კანდიდატურა იქნება განხილული, მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, რადგან სანდრა მაღალი რეიტინგით, საზოგადოებაშიც ძალიან თბილი მიმღეობით სარგებლობს, რაც პარტიის ნდობის მანდატს გაზრდის. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელსაც ვფიქრობ, რომ ბევრი თანაგუნდელი იზიარებს“- უთხრა „ნიუპოსტს“ თევდორაძემ.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42