„მტკიცე მხარდამჭერი“ მისიის მეთაურმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ სამხედროებს ღირსეული პარტნიორები უწოდა.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში. წლების განმავლობაში ამერიკელების გვერდით ქართველები ავღანეთში მსახურობენ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ წვლილს. აქვე გამოვთქვამთ მწუხარებას გარდაცვლილი ჯარისკაცების გამო და თანადგომას ვუცხადებთ დაჭრილ მეომრებს. ვაგრძელებთ რა ჩვენს მისიას ავღანეთში, ძალიან იმედის მომცემია, რომ შეგვიძლია გვქონდეს ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცების იმედი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. როგორც ამერიკელ გენერალი აღვნიშნავ, რამდენად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას. ამის ნათელი დემონსტრირება არის ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველებთან ერთად გაიარეს წვრთნები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს,“ - განაცხადა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






