"ძალადობა მხოლოდ მასობრივი ცემით არ ხდება!"- ხიდაშელი იზორიას გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
პოლიტიკა - 14:32, 07 Nov, 2016     1742
თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენის საკითხს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი ეხმაურება, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მიერ წვევამდელების გაწვევა გააუქმა. ხიდაშელი ფეისბუკპოსტში ვრცლად მიმოიოხილავს იმ მიზეზებს, თუ რატომ გააუქმა თავის დროზე გაწვევა და მინისტრის გადაწყვეტილებას წვევამდელებზე ძალადობად აფასებს:


„ეხლა უფრო სერიოზულად.

თავდაცვის მინისტრმა დღეს აღადგინა სახმედრო სავალდებულო სამსახური შეიარაღებულ ძალებში.

ყველაზე მთავარი:

1. ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას -- "უფრო ეკონომიურია" ძალიან სუსტი და არასერიოზული არგუმენტია;

2. ფინანსური ციკლი კონტრაქტის ვადით ითვლება და 4 წლის პერსპექტივაში, მით უფრო თუ სრულ სამხედრო მომზადებაზე გადავიყვანთ წვევამდელებს, არ არის "უფრო ეკონომიური", აი უფრო უშედეგო კი ნამდვილად არის.

3. გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არა-თავსებადი პრობლემა აქვს ჩვენში:

-- ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა;

-- ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე;

-- ის ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული, და შესაბამისად სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს;

-- ის არ აძლევს ახალგაზრდას შესაძლებლობას დაგეგმოს მისი მომავალი;

-- ის სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ღონისძიებისთვის, რომელსაც სახელმწიფოს / საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს; უბრალოდ ფლანგავს საბიუჯეტო რესურსს;

-- ქმნის თავდაცვის შემძლეთა რაოდენობრივ ილუზიას, და შესაბამისად, ასუსტებს საფრთხის გამკლავების სახელმწიფოს უნარებს;

სინამდვილეში რა უნდა გაკეთდეს:

-- "ტოტალური თავდაცვა" ახსენა დღეს მინისტრმა. ტოტალური თავდაცვა ასევე, ტოტალურად გაზრდილ თავდაცვის ბიუჯეტს ნიშნავს (შეგახსენებთ მინისტრმა იზორიამ მინისტრობა 5 მილიონიანი კლებით დაიწყო. ეს მისი სულ პირველი ნაბიჯი იყო);

-- თუ ბიუჯეტს ვერ ზრდი, იმ თანხით რომლიც გაქვს პროფესიული ხიშტი უნდა გაამრავლო და ყველა სხვა ხარჯს უბრალოდ უნდა დაემშვიდობო;

-- თუ გაწვევის აღდგენას გეგმავ, 12 ლარიდან 50 ლარამდე გაგიზრდით ანაზღაურებასო კი არ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გააცნო როგორ მოაგვარებთ მათ პრობლემებს.

ეს 2016 წლის საქართველოა:

>> ადამიანებს სამსახურის შოვნა უჭირთ და თუ პოულობენ მასთან განშორება სიკვდილის ტოლფასია -- თქვენ აიძულებთ ახალგაზრდებს ძლივს ნაშოვნ სამსახურს დაემშვიდობონ 50 ლარად;

>> ახალგაზრდებს კრედიტები აქვთ, რომელსაც იმ ახლადნაშოვნი სამსახურით ფარავენ -- თქვენ აიძულებთ მათ უპერსპექტივო ვალის, მუდმივად მზარდი პროცენტის, და დაკარგული სამსახურის პირისპირ დადგნენ;

>> სავალდებულო სამსახურისთვის თავის აცილების მიზნით, ახალგაზრდები არ ამთავრებენ სასწავლებლებს, გამოცდას იტოვებენ, კურსზე რჩებიან, -- თქვენ ართმევთ მათ ნორმალური, ბუნებრივი განვითარების შესაძლებობას;

>> ჯარში სუიციდი, თვითკვლელობის მცდელობა მაღალია, და ის ექსკლუზიურად წვევამდელებშია მაღალი. ამას მიზეზი აქვს. თქვენ შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ ამ მიზეზებზე, არ დაინახოთ, არავის მოუსმინოთ. ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას იმედი მაქვს არა.

>> თქვენ ატყუებთ საზოგადოებას რომ 2-3 თვეში შესაძლებელია სრულყოფილი სამხედრო მომზადება, რომლის შედეგადაც ქვეყანა მიიღებს სრულფასოვან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისი პასუხის შემძლე სამხედროს;

>> თქვენ ფლანგავთ ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს გაწვევის სისტემის შენარჩუნებით;

>> თქვენ უკლავთ დასაქმების პერსპექტივას იმ ახალგაზრდებს ვისაც ჯარში მსახური საკუთარი განვითარების, კარიერის, ქვეყნის სამსახურის მთავარ ამოცანად აქვთ დასახული;

>> თქვენ უბრალოდ მოატყუეთ საზოგადოება, ვინაიდან ჩემი გადადგომის პირველივე დღეს ზუსტად იცოდით რომ გაწვევას დააბრუნებდით, მაგრამ საარჩევნოდ შეგეშინდათ;

>> სამშენებლო კომპანია ტომრების ზიდვაში, დაცვაში დგომისთვის ხელფასს იხდის, სახელმწიფო არა!!! სახელი თავად დაარქვით!

>> დღეს 7 ნოემბერია, მოსახლეობაზე უპრეცედენტო ძალადობის მორიგი წლისთავი. ძალადობა მხოლოდ მასობრივი ცემით არ ხდება!

უფრო კონკრეტულად, დღეს ნათქვამზე:

1. არ არის სწორი, აზრი იმის შესახებ, რომ ეს ჩემს ჯინაზე გააკეთაა. სამწუხაროდ ის და დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტური უმრავლესობა ასე ფიქრობს, ასე სჯერათ და გულწრფელი არიან ამ გადაწვეტილებაში. სწორედ ეს არის პრობლემაც.

2. სამი რამ გვითხრა მინისტრმა: კვირაობით სახლში გავუშვებთო, 50 ლარამდე გავზრდით ანაზღაურებასო და სრულ სამხედრო მომზადებას გაივლიანო.

ეს კი ნიშნავს, რომ

2.1. მსახურების ადგილსა -- საცხოვრებელს შორის მანძილის შესაბამისად, 50 ლარი სავარაუდოდ გზის ფულადაც არ არის საკმარისი, თუკი ყოველ შაბათ-კვირას სახლში ივლიან ახალგაზრები;

2.2. საუბარი იმაზე რომ უფრო ეკონომიურია გაწვევა (ამაზე ცოტა მოგვიანებით), იქვე დასსრულდა, სრული სამხედრო მომზადება ნიშნავს რომ ხარჯებიც გაიზრდება;

2.3. თავისთავად გაწვევის არსებობა რომ უფრო ეკონომიურია ქვეყნისთვის, ხაზგასმით და ცალსახად მხოლოდ იმიტომ შეიძლება იძახონ, რომ ხელფასს არ უხდით ახალგაზრდებს შრომაში, რომელსაც სახელმწიფო იღებს მათგან."- წერს თინათინ ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42