“დროა ეს ძველი სახეები ახალმა თაობამ შეცვალოს. გუნდმა და პარტიამ ასე გადაწყვიტა, თითქმის ყველას უცხოეთში აქვს განათლება მიღებული, ნაციონალური მოძრაობა“ უცხოეთში უფრო კარგად გრძნობდა თავს, ვიდრე თავის ქვეყანაში. უცხოეთში კონტაქტები იყო ძალიან ცუდ დონეზე, ამიტომ, დროა, ახალმა თაობამ თავისი სიტყვა თქვას,“-განაცხადა ჭკუასელმა.
პარლამენტის წევრის თქმით, გუნდისთვის მეტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წიაღში შექმნილი პოზიციების განმტკიცებას ნიშნავს წმინდა პრაგმატიზმიდან გამომდინარე, არ შეიძლება 10-15 ადამიანი ერთ ფრაქციაში იყოს გაერთიანებული, ამიტომ, უკეთესია, რაც მეტი ფრაქცია იქნება- აღნიშნა ჭკუასელმა.
ჭკუასელი მიიჩნევს, რომ ფრაქციების შექმნა აუცილებელია პოზიციების გასამყარებლად. იგი აცხადებს, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება.
“ფრაქციების შექმნა აუცილებელია, რაც მეტი ფრაქცია ექნება „ქართულ ოცნებას,“ მით უკეთესია პოზიციების გასამყარებლად, რადგან მეტი ფრაქცია მეტ გამომსვლელს ნიშნავს პარლამენტში. არიან „ქართულ ოცნებაში“ კონსერვატორები, „მწვანეთა მოძრაობის“ წევრიც, ამიტომ ფრაქციის შექმნა არ იქნება პრობლემა და ვფიქრობ, რომ აუცილებელიცაა“, -განაცხადა თემურ ჭკუასელმა .
პარლამენტის წევრი პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ კუთხით დიდი ცვლილებები არაა მოსალოდნელი.
“ისეთი ცვლილებები, როგორიც ხდებოდა სააკაშვილის დროს, გამორიცხულია, ყველაფერი მოხდება ისე, როგორც საჭიროა და რასაც საზოგადოება ჩათვლის გამართლებულად. მე მინდა შევეხო პარლამენტის გადმოტანის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟსაც, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხიც არ განიხილება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობის საგანი გახდეს,“-აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
მასალის გამოყენების პირობები






