კეკენაძე თავდაცვის მინისტრს მიმართავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის შესახებ დეტალური განმარტება გააკეთოს
პოლიტიკა - 13:43, 07 Nov, 2016     1414
,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის მიზანშეწონილობის შესახებ დეტალურ განმარტებას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანიშნულ გადაწყვეტილებას გაუაზრებელსა და ნაჩქარევს უწოდებს და განმარტავს, რომ ასეთი ნაბიჯები სამინისტროს მხრიდან ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს - ,,ჩვენ ვერ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან რეალური განმარტება თუ რა მიზეზით მოხდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა და მისი აზრით რატომ იქნება წვევამდელების სისტემა უფრო ეფექტური, ვიდრე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სრულად პროფესიული არმიის ყოლა. სწორად ასეთი გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს. ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად გადადიოდა სრულად პროფესიულ სისტემაზე, რაც იყო გააზრებული ნაბიჯი და ეყრდნობოდა როგორც დეტალურ გათვლებს, ასევე საქართველოს საფრთხეებთან მიმართებაში აღნიშნული სისტემის ეფექტურობას“, - განმარტავს თამარ კეკენაძე.

თამარ კეკენაძეს აქვს კითხვები მინისტრთან იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება განხილული ქვეყნის მთავარსარდათან - გიორგი მაგრველაშვილთან უშიშროების საბჭოს ფორმატში - ,,მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, აღნიშნული გადაწყვეტილება და თავდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმები იყო თუ არა განხილული ქვეყნის მთავარსარდათან უშიშროების საბჭოს ფორმატში -

,,სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული 100 დღის ანგარიშის წარდგენაზე. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრს ღია და აქტიური კომუნიკაცია ექნება საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ამ და სხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ეხება.

მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წელს, სწორედ თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე“ - გამნაცხადა თამარ კეკენაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42