ექსკორიაცია, ჰემატომა და სისხლნაჟღენთები - ომბუდსმენი პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 12:55, 07 Nov, 2016     1761
2016 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ბრალდებულ შ.კ-ს მიმართ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

2016 წლის 3 ნოემბერს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ მოთავსებულმა ბრალდებულმა შ.კ.-მ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლთან ახლოს შევიდა „პოპულის“ მაღაზიაში, სადაც გამყიდველს მისთვის საინტერესო პროდუქტის ფასი ჰკითხა. ამ ქმედებაზე რიგში მდგარმა ორმა უცნობმა პიროვნებამ უხეშად მიმართა რიგის დარღვევის გამო. შ.კ.–ს ცნობით, უცნობმა პირებმა განუცხადეს, რომ ისინი, მიუხედავად სამოქალაქო ფორმისა, იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. უცნობებმა შ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შედეგად ბრალდებულმა გონება დაკარგა.

* ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ უცნობი პირები ფინანსური პოლიციის თანამშრომლები - მ.მ. და გ.დ. არიან.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შ.კ. მონახულებისას, ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება: კისერზე მარჯვნივ ექსკორიაცია დაფარული ფუფხით, ორივე თვალის ქვედა მარცხენა ქუთუთოზე ჰემატომა, ცხვირზე მოწითალო–იისფერი სისხლნაჟღენთი.

შ.კ.-ს სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების ფაქტი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოპოვებული დოკუმენტაციითაც დასტურდება. ნიშანდობლივია, რომ ბრალდებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში ოთხჯერ გაუწიეს პირველადი სამედიცნო დახმარება, საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც და „ნიუ ვიჟენის“ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოთხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი პირების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ბრალდებულის სხეულზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, აუცილებელია მოხდეს დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება. ამასთან, გამოძიების სრულფასოვანი წარმართვის მიზნით, საჭიროა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნეს ვიდეო მეთვალყურეობის საშუალებებით დაფიქსირებული კადრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42