გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთში, აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს შეხვდა
პოლიტიკა - 11:31, 07 Nov, 2016     1208

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ქართველი სამხედროების ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მთავრობას სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისთვის და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, აქტიურად გააგრძელოს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალ ნიკოლსონს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გენერალ ჯონ ნიკოლსონის ვიზიტი არის აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის დემონსტრირება და საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში საქართველოს წვლილის აღიარება.

“უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში. წლების განმავლობაში ამერიკელების გვერდით ქართველები ავღანეთში მსახურობენ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ წვლილს. აქვე გამოვთქვამთ მწუხარებას გარდაცვლილი ჯარისკაცების გამო და თანადგომას ვუცხადებთ დაჭრილ მეომრებს. ვაგრძელებთ რა ჩვენს მისიას ავღანეთში, ძალიან იმედის მომცემია, რომ შეგვიძლია გვქონდეს ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცების იმედი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. როგორც ამერიკელ გენერალი აღვნიშნავ, რამდენად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას. ამის ნათელი დემონსტრირება არის ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველებთან ერთად გაიარეს წვრთნები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს,“ - განაცხადა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42