,,NATO მზად არის მოკავშირეების დასაცავად“ - ფილიპ ბრიდლავი
პოლიტიკა - 14:13, 06 Nov, 2016     2727

ვაშინგტონში, 3 ნოემბერს, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გაიმართა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთობას შეეხო.
შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის შეფასებით, რუსეთის ტაქტიკა არ იცვლება, კრემლი აგრძელებს მეზობელი ქვეყნებისადმი აგრესიულ პოლიტიკას და ასევე კამპანიას სირიაში.

„თუ გავიხსენებთ უელსის სამიტს, სამიტისთვის მზადების დროს ჩვენ ვნახეთ აგრესიული რუსეთი, რომელიც შეიჭრა ყირიმში და მოახდინა მისი ოკუპაცია, ასევე დონბასი და სხვა ოპერაციები. ამან გამოიწვია ჩვენი [NATO-ს] აღმოსავლეთის მოკავშირეების შეშფოთება და უელსში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი მოკავშირეები, რომ NATO მზად არის მათ დასაცავად. ის ქმედებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ იყო მოკრძალებული რიცხვებსა და მასშტაბებში... ეს იყო დამარწმუნებელი ქმედებები ჩვენი მოკავშირეებისთვის“, - განაცხადა ბრიდლავმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ქმედებებს უკრაინასა და საქართველოში. ბრიდლავმა აღნიშნა, რომ მოსკოვი განაგრძობს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს შემთხვევაში. კითხვაზე, ახდენს თუ არა NATO რუსეთის გამოწვევას ბრიდლავმა განაცხადა, რომ NATO მხოლოდ რუსეთის აგრესიას პასუხობს.

“უელსის შემდეგ და ვარშავის სამიტამდე, რუსეთის ქცევები არ შეცვლილა. ჩვენ ვნახეთ უფრო აგრესიული რუსეთი, რომელიც ჩაერთო სირიის კამპანიაში. სწორედ ამიტომ, ვარშავის სამიტზე ალიანსმა გადაწყვიტა გადართულიყო დამარწმუნებელი ზომებიდან შემაკავებელ ზომებზე. ალიანსის მაღალი დონის შეხვედრებზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც ვპასუხობთ რუსეთს იმ ქმედებების შესაბამისა, რომელსაც რუსეთი ყირიმში ახორციელებს, დონბასში, ასევე დამატებით განაგრძობს საქართველოში ხაზის გადაწევას და ასევე სირიაში. მე ვიტყოდი, რომ NATO ატარებს მისი მოკავშირეებიის დარწმუნების და რუსეთის შეკავების პოლიტიკას. ვხედავ სიტუაციას, სადაც რუსეთი ახორციელებს ქმედებებს, რომელზეც NATO აძლევს რეაქციას“ , - აღნიშნა მან.

ბრიდლავის თქმით, NATO არ აძალებს ქვეყნებს, რომ გახდნენ ალიანსის წევრები, პირიქით NATO-ს მეზობელი ქვეყნებს თავად აქვთ მისწრაფება შეუერთდნენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42