“საჭიროა ღია დისკუსია და არა უერთგულესი მხარდამჭერების "პარტიის მტრებად“ შერაცხვა“ - თაქთაქიშვილის მორიგი განცხადება
პოლიტიკა - 13:14, 05 Nov, 2016     2440
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ღია წერილმამის თანაგუნდელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. უგულავა გამოთქვამს აზრს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უარი უნდა თქვას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მის წერილს თავად სააკაშვილიც გამოეხმაურა და არნიშნა, რომ მსგავის საკიტხები პოლიტსაბჭოზე უნდა უქნეს მიღებული.

გუშინ, საღამოს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. დღეს კი ყოველივეს ენმ-ს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სიციალურ ქსელში ეხმაურება:

„დიახ, ყველა გაგვაღიაზიანა და გაგვანერვიულა მარცხმა და ამას ძალიან უსიამოვნო კამათი და პარტიის ლიდერების დადანაშაულება მოყვა. ამას ხელი ფეისბუქის სპეციფიკამაც შეუწყო, სადაც მოზღვავებულ და დიდი ხნის განმავლობაში შეკავებულ ემოციებს თუ მოსაზრებებს მყისიერად შეიძლება მიეცეს უკონტროლო გასაქანი. ეს სრულიად ნორმალურია და მე შემიძლია ამის გაგება. ჩვენი ვალდებულებაა არ გავღიზიანდეთ და რაციონალურობა ლიდერებმა კიდევ უფრო მეტად შევინარჩუნოთ, ვიდრე რიგითმა მხარდამჭერებმა. ასევე ვფიქრობ, რომ ეს პარტია დიახაც, მხარდამჭერებისაა და არა რომელიმე ერთი ლიდერის ან ყველა ლიდერის ერთად, რადგან ლიდერები მიდიან და მოდიან, დღეს გაბრაზებული მხარდამჭერები კი ისევ ისე დაიცავენ ენმ-ს თითოეულ ლიდერს და პარტიის ღირებულებებს 2020-ში, როგორც 2003-ში, 2012-ში ან 2016-ში იცავდნენ და ამიტომ თითოეულ მათგანს უნდა გავუფრთხილდეთ.

მოდი, დრო მივცეთ ყველას, მათ შორის ჩვენს თავსაც, მხარდამჭერებსაც, რომ მწვავე ემოციები განელდეს და დიახ, სწორედ ამ ადამიანებთან ერთად ვკითხოთ ჩვენს თავს, რა ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭირო იყო და რა არ უნდა გაგვეკეთებინა უკეთესი შედეგის მისაღწევად? რატომ დარჩათ ამ ადამიანებს შთაბეჭდილება, რომ პარტიაში ვიღაც გაიყიდა ან თბილი სავარძელი მოუნდა და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი შთაბეჭდილება სხვა დროს არ დავტოვოთ?

ვფიქრობ, საჭიროა მცირე დრო ჩვენთვისაც და მხარდამჭერებისთვისაც ემოციების დასაცხრომად, საჭიროა ღია დისკუსიის დაწყება პრობლემურ კითხვებზე და არა გაბრაზებულზე პოლიტსაბჭოს მიერ ჩვენი უერთგულესი მხარდამჭერების "დაგმობა", "გაკიცხვა" და "პარტიის მტრებად“ ჯგუფურად შერაცხვა იმ მიზეზის გამო, რომ მათ პარტიის ლიდერები ფეისბუქზე გალანძღეს (თუნდაც უსამართლოდ, სრულიად მიუღებელი ფორმით, უცენზურო სიტყვების გამოყენებით ან უსაფუძვლო არგუმენტებით). მხარდამჭერისგან იმის გამო გამიჯვნა, რომ საჯაროდ დაადანაშაულეს და პასუხისმგებლობა მარცხზე პარტიის ლიდერებს დააკისრეს, არის უბრალოდ "აზრის ცენზურა", ბოლშევიზმი ან ბანალური ძველბიჭური გარჩევა თვალებში ჩახედვით: „რა თქვი, ბიჭოოოო!“-ს სტილში. და ამას არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან, არც ევროპულობასთან და არც საჯარო პოლიტიკის არსთან. რომელ ევროპულ დემოკრატიაში წარმოგვიდგენია მნიშვნელოვანი საარჩევნო მარცხის შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბოს და პირველი საჯარო განცხადება გაავრცელოს თავისი მხარდამჭერების დასაგმობად, ლიდერებს რატომ გვილანძღავთო?!

წინასწარ გავაფრთხილე კოლეგები პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომ მხარდამჭერებთან დავაფიქსირებდი ჩემს პოზიციას ამ თემაზე. ზოგადად მირჩევნია სენსიტიურ პარტიულ გადაწყვეტილებაზე ჩემი პარტიის მხარდამჭერებს ფეისბუქით არ მოგმართავდეთ ხოლმე, მაგრამ იძულებული ვარ. სამწუხაროდ, პარტიაში დღემდე ვერ შევქმენით ჩვენს მხარდამჭერებთან კომუნიკაციის სხვა ელექტრონული პლატფორმა, თუმცა ეს ერთ-ერთი პირველი ამოცანა უნდა იყოს სამომავლოდ“, - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42