საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებიტ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის. ჯანელიძის განცხადებით საქართველოს დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ შეიცვლება.
„საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს ატარებს საქართველოსთვის, გადაუწყვეტელია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. არანაირ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის“, - აცხადებს ჯანელიძე.
მთავრობის წევრებმა ასე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას უპასუხეს. გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის მზად არ არის. ამის მთავარი დამაბრკოლებელი კი კონფროტაციული რიტორიკაა, რომელიც ოფიციალური თბილისის მხრიდან პერიოდულად ისმის. კარასინის თქმით მოსკოვი თბილისთან უვიზო რეჟიმის შექმნას არ გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები






