„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა“ გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაატარა. ამის ერთ-ერთი მიზეზი გიგი უგულავას წერილი გახდა, სადაც უგულავა გამოთქვამს აზრს, რომ მიხეილ სააკაშილმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე უარი უნდა განაცხადოს.
„ყველას გვესმის, რომ გადავედით პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე, ყველას გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში, ამიტომ ყველას გავქვს გაათმაგებული პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის წინაშე, ამიტომ მტავარი საკითხები, რომელიც განიხილება, ეს არის ორგანიზაციული საკიტხები, როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ ბრძოლა და მუშაობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ენმ-მ განცხადება გაავრცელა:
„სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე, გასცდა ნორმალური განხილვის ფარგლებს და პარტიის ლიდერების მიმართ ყოვლად ბინძური კამპანია აწარმოა. ეს კამპანია ეფუძნებოდა სიცრუეს და პარტიის ლიდერების მიმართ აშკარა ცილისწამებას. ამ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს.
კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის მიზნით კამპანიაში ცაერთო, ასეთი ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ამ პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






