შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სკოლებში Microsoft-ის სათამაშო-საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, მარტივი პროგრამირების სწავლების სისტემის ჩამოყალიბებას, ელექტრონული სწავლებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სივრცის შექმნასა და ელექტრონული სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობას.
ხაზი გაესვა თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სალიცენზიო შეთანხმება, რომლის მიხედვით სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft-ის ლიცენზირებულ პროდუქციას იყენებენ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კომპანია Microsoft-ს განათლებისა და ინოვაციების სფეროში მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






