"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან
პოლიტიკა - 18:46, 04 Nov, 2016     1205
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრები, ლიდერები, ახალი სახეები პარტიის ოფისში იკრიბებიან.

ჟურნალისტების მთავარი კითხვაა უნდა აირჩიოს თუ არა ახალი თავმჯდომარე პოლიტსაბჭომ?

დღეს ამ საკითხზე დავით ბაქრაძემ კომენტარი არ გააკეთა. გიგა ბოკერიას პოზიცია კი უკვე ცნობილია.

"ზოგადად და ამ შემთხვევაში გიგი უგულავას განცხადებებს ვიზიარებ"- თქვა ბოკერიამ. ელენე ხოშტარიაც უგულავას პოზიციაზეა.

პარტიის თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურობას რაც შეეხება, როგორც ენმ -ს ლიდერები აცხადებენ, ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტდევნილობის მიზეზით აიხსნება.

„პარტიას რომ სჭირდება არაციხეში მჯდომი, არადევნილობაში მყოფი კონკრეტული ადამიანები ეს ცხადია, ოღონდ მნიშვნელოვანია, მათი აზრი, ვინც დევნილობასა და ციხეშია, იყოს გათვალისწინებული, მთავარი არის ერთიანობა,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

თინათინ ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მთავარია პარტიას სწორი სტრატეგია ჰქონდეს.

„მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარის პოზიციას აღარ იკავებს უკვე დიდი ხანია, იქიდან გამომდინარე, რომ თეა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით მას საქართველოს მოქალაქეობა წაართვა და ის იმყოფება უკრაინაში პოლიტიკურ დევნაში. თანამდებობები და პოზიციები არ არის მთავარი, ჩვენთვის მთავარია სწორი სტრატეგია გვქონდეს ჩვენი პარტიის წინსვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატული გადაწყვეტილებების შედეგად, ჩვენ ამ პარტიას წინ წავიყვანთ,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დავით კირკიტაძის თქმით, სხვა უფრო მნიშვნელოვანის საკითხებია გადასაწყვეტი, ვიდრე თავმჯდომარის არჩევის თემა.

„პარტიას დღეს სხვა რამე სჭირდება, სჭირდება გაერთიანება და სტრატეგიის დასახვა, როგორ მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა დავით კირიკიტაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42