"ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა... პარტია მანიპულაციებს ეწირება"- ანდრო ბარნოვი
პოლიტიკა - 17:22, 04 Nov, 2016     9362
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი ენმ-ს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ამ თემასთან დაკავშირებით გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება. ანდრო ბარნოვი ენმ-ში არსებულ განხეთქილებაში, პარტიის საგარეო მდივანს გიგა ბოკერიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გოგა ბოკერიას დაჯგუფებას ჯერ მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენებით ხმების მიღება სურდა, ხოლო შემდგომ პროცესებიდან სააკაშვილის ჩამოშორება:

„წერილი, რომელსაც გიგი უგულავა აწერს ხელს, ვრცელ პასუხს იმსახურებს, მაგრამ მოკლედ სათქმელიც არსებობს.

1. რანაირად არ იყო მიშა სააკაშვილი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, თუ ამის შესახებ სულ 20-მა კაცმა იცოდა? პოლიტსაბჭო ხომ 60-ზე მეტი ადამიანისაგან შედგება? და მხარდამჭერების აზრიც არ აინტერესებდა ამ 20 კაცს? საქმე ისაა, რომ ეს არ არის შემთხვევით გაპარული ლაფსუსი ამ წერილში. სიმართლეა და ადასტურებს იმ მდგომარეობას, რომელიც პარტიაში რეალურად არის. პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც...

2. ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერიო. შეცდომააო. შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი „დაალაგებდა“ შიგნით.

ახლა ამათ გონიათ, რამე მოიგეს, დანარჩენზე მერე ვიტყვი“- წერს ანდრო ბარნოვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42