„საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული ის დიპლომატიური და სტრატეგიული მოთმინების გზა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენთვის ურთულესი პრობლემების მოგვარებას დიპლომატიური გზით, საერთაშორისო მექანიზმებით და მაქსიმალურად შერბილებას და თავიდან არიდებას იმ საფრთხეებისა, რომელიც აქვს საქართველოს. მაგრამ თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელიც მაგალითად გადაიდგა გუშინ, რომელიც კიდევ ერთი დადასტურებაა მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია რომ ჩვენ ამას შევეგუებით ძალიან ცდება. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულიადა ყოველთვის იქნება მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს თემატიკა და ჩვენთვის მტკივნეული საკითხები ყოველთვის მაქსიმალურად იყოს წამოწეული საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და იმ არალეგიტიმურ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მიეცეს საერთაშორისო შეფასებები. საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკა აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანებისაკენ“- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, "რია ნოვოსტი"-სთან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ჩიხიდან გამოვიდა, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად საქართველო ჯერ კიდევ არაა მზად.
მასალის გამოყენების პირობები






