საქართველოს პრეზიდენტმა თსუ-ს სტუდენტებისათვის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია დააწესა
პოლიტიკა - 15:11, 04 Nov, 2016     1372
საქართველოს პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისათვის ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია დააწესა.

სულხან - საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ისევე როგორც ახალი ქართული სახელმწიფო და ახალი ქართული დიპლომატია 25 წლისაა ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ ამ ფაკულტეტზე ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, სულხან-საბას სახელობის სტიპენდია დავაარსო და იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს მოღვაწეობას”, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიპლომატიის დღე მიულოცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა თაობის ქართველ დიპლომატს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სხვა სასწავლებლებს, რომლებიც ამ მიმართულებით ახალი თაობის აღზრდას ახორციელებენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული დიპლომატიის დღე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ქვეყნის განვითარების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

„თქვენ იქნებით ის ახალი თაობა, რომელიც ამ ურთულეს მისიას მომავალში იკისრებთ და უზრუნველყობთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნება კვალიფიციურად დაცული და გაძლიერებული.

იმ თაობამ, რომელიც ამ 25 წლის განმავლობაში, ემსახურებოდა ქართულ დიპლომატიას, შეძლო და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებით ასახა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეზობელი, ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული, რომელსაც თავის მეზობლებთან ძალიან მკვეთრად გამოხატული აგრესიული პოლიტიკა გააჩნია.

მათ სწორად დაინახეს რეგიონი, ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ რეგიონში არსებობს. სწორად დაინახეს და განჭვრიტეს ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც წარიმართებოდა გლობალურად მსოფლიოში, რეგიონში და ამავე დროს, ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა ყოფილიყო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების, შესაძლებლობების ქვეყანა და ადგილი”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42