,,ნაციონალური მოძრაობის“ ბედი უნდა გადაწყვიტოს პარტიის ყრილობამ - შაშკინი სააკაშვილის პოზიციას იზიარებს
პოლიტიკა - 15:21, 04 Nov, 2016     3791
დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ღია წერილმა მის თანაგუნდელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. უგულავა საკუთარ წერილში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე უარი უნდა თქვას. უგულავას საქართველოს მესამე პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები პარტიის პოლიტსაბჭოზე უნდა იქნას მიღებული. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საღამოს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.


არსებული ვითარების შესაფასებლად „ნიუპოსტი“ დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს და აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში გადაწყვეტილებების მისაღებად პოლიტსაბჭოს სხდომა არ არის საკმარისი და უნდა ჩატარდეს ყრილობა, რომლის ფარგლებშიც საკუთარ აზრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ამომრჩევლებიც დააფიქსირებენ:

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და გადაწყვეტილების მიღება, პარტიის მხარდამჭერების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში. ნაციონალური მოძრაობისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ იყოს გათვალისწინებული იმ დაახლოებით 600 ათასი მხარდამჭერის აზრი, რომელიც მოვიდა არჩევნებზე, მოგვცა ხმა. მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ტერაქტებისა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტპატიმრები სხედნან ციხეებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჩამოართვეს მოქალაქეობა და არ უშვებენ სამშობლოში. მიუხედავად ყველაფერი ამისა, მიუხედავად რეპრესიებისა, 600 ათასი ადამიანი მოვიდა და მოგვცა ხმა. ბევრად მეტი იყო, მაგრამ ის, რაც დაფიქსირდა და იყო დეიურე ამ არასამართლიან არჩევნებზე, ესეც არის ხალხის დიდი რაოდენობა.

ახლა ვსაუბრობ, როგორც პარტიის რიგითი წევრი და ხმარდამჭერი. ვთვლი, რომ არცერთ ჯგუფს არ აქვს უფლება, რომ მას ჰქონდეს საკუთრების უფლება ამ 600 ათას ადამიანზე. აქედან გამომდინარე ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილს მესიჯსა და წერილის პათოსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ უნდა იყოს მოწვეული ფართომასშტაბიანი ყრილობა. ეს არ უნდა იყოს ყრილობა, რომელიც შედგება მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც არსებულ პოლიტსაბჭოსთან დაახლოებულნი არიან, ეს უნდა იყოს ფართო მaსშტაბიანი ყრილობა, რომელმაც ამ პარტიის ბედი უნდა გადაწყვიტოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 600 ათასი ადამიანი მზად არის, რომ ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილება, სად წავა ეს პოლიტიკური პარტია და სად არის მისი მომავალი. ამ ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს პოლიტსაბჭოს დაკომპლექტება და გადაწყვიტოს პოლიტიკური სტრატეგია" - აცხადებს შაშკინი.

შაშკინი უგულავას წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხი გაუგებარია, რადგან მას შემდეგ რაც ექსპრეზიდენტს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ის თავმჯდომარის პოსტს არ ფლობს. შაშკინი სააკაშვილის პოლიტიკურ ფაქტორს უსვამს ხაზსს და აღნიშნავს, რომ დიდწილად სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალის დამსახურებაა იმ მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელიც პარტიამ ბოლო არჩევნებში მიიღო. შაშკინი ამბობს, რომ პარტიამ უნდა მოიწვიოს ყრილობა, სადაც მხარდამჭერთა პოზიცია იქნება გათვალისწინებული.

,,რაც შეეხება გიგი უგულავას წერილს, მე ვეთანხმები დემოკრატიის პრინციპებს, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია საუბარი თავმჯდომარის პოზიციაზე და მიხეილ სააკაშვილმა რომ უდნა დატოვოს იგი, რადგან მიხეილ სააკაშვილი ახლაც არ არის თავმჯდომარე, რადგან მას წაართვეს მოქალაქეობა. გაუგებარია საიდან უნდა გადადგეს? სააკაშვილის წვლილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერავინ ვერასდროს ვერ შეამცირებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ფიგურა საქართველოში არც არის, მაგრამ პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ შეამცირებს და წაართმევს. მისი პოლიტიკური კაპიტალია 600 ათასი ამომრჩეველი, ეს კაპიტალი მოიპოვა იმ წარმატებებით, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიაღწია - არაშემდგარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისგან შეიქმნა სახელმწიფო.

მე ვთვლი, რომ დემოკრატიული პროცსები ძალიან მნიშვნელოვანია პარტიისთვის. გამჭვირვალობა და შიდაპარტიული არჩევნებიც. მე ვთვლი, რომ ეს პროცესი პოლიტიკური საბჭოს საზღვრებსაგრეთ უნდა გავიდეს და ეს გადაწყვეტილებები ყრილობამ უნდა მიიღოს. რადგან ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ამიტომ უნდა ვიკითხოთ მხარდამჭერების აზრი. ამ არჩევნებმაც აჩვენეს, რომ ერთადერთი ალტერნატივა არის „ნაციონალური მძრაობა“ და მიხეილ სააკაშილი იმ მოღალატე რეჟიმისა, რომელიც არის საქართველოში“, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42