სახალხო დამცველმა მთავრობის წევრებს მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა წარუდგინა
პოლიტიკა - 14:50, 04 Nov, 2016     1108
2016 წლის 4 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ეკონომიკის ექსპერტებს, თბილისის საკრებულოს, დიპლომატიური მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში, მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა წარუდგინა.

სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

სამწუხაროდ, მოქმედი შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის ოდენობას. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარს შეადგენს; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად დადგენილია 135 ლარი. ორივე შემთხვევაში მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე დაბალია (2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით სრულწლოვანი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 157,3 ლარს შეადგენს), რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამართლიან და ადეკვატურ ანაზღაურებად.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი 62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი კი 130 282 ადამიანს, რაც ცხადჰყოფს, რომ საქართველოში დასაქმებული პირები საკუთარი ხელფასით საარსებოდ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ.

სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები:

· საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის N131 კონვენციის რატიფიცირება

· საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და გაჩნდეს მინიმალური ხელფასის დეფინიცია

· შესაბამისი კვლევის საფუძველზე განისაზღვროს სამართლიანი მინიმალური ხელფასის ოდენობა. პროფკავშირების მოსაზრებით, მინიმალური ხელფასის ოდენობის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი თანაფარდობა ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან და იგი უნდა განისაზღვროს არანაკლებ საშუალო ხელფასის 30 %-ის ოდენობით

· მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით, რათა არ მოხდეს არასრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების შემცირება

· საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი. მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის ვალდებულება დაეკისროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ვალდებული იქნება დაადგინოს მინიმალური ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად

· მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე კონტროლი უნდა განახორციელოს შრომის ინსპექციამ, რომელსაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი ბერკეტი, გამოავლინოს დარღვევა და დამრღვევის მიმართ გამოიყენოს კონკრეტული სანქციები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42